2411
2016.07.11
უძრავი ქონება და პრივატიზაცია
უძრავი ქონება და პრივატიზაცია
საადვოკატო ბიურო “OK & CG” გთავაზობთ უძრავი ქონების გასხვისება/ შეძენასთან დაკავშირებულ საკითხებზე იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული მომსახურების გაწევას; უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მომზადებას, გაფორმებას და საჯარო რეესტრში მათ რეგისტრაციას; ინვესტორების სასარგებლოდ შესაძენი ქონების სამართლებრივი შეფასების ჩატარებას, იჯარისა და ქირავნობის ხელშეკრულების გაფორმებას; პრივატიზაციის პროცესში კლიენტის ინტერესების წარმოდგენას; მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებული თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებას, როგორიცაა: განცხადების შედგენა, კანონით დადგენილი მტკიცებულებებისა და დოკუმენტაციების მოძიება, წარმომადგენლობა სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან და სხვა საჭირო პროცედურების განხორციელებას; პრივატიზაციის პროცესში დაინტერესებული პირის კანონიერი უფლებების დაცვას.