საადვოკატო ბიურო “OK & CG” გთავაზობთ!2572 2016.07.11
საადვოკატო ბიურო “OK & CG” გთავაზობთ!
საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხები საადვოკატო ბიურო “OK & CG” გთავაზობთ საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იურიდიულ კონსულტაციებს; მოქალაქეობის მინიჭება, აღდგენის საკითხებიდან გამომდინარე იურიდიული დახმარების გაწევას; საქართველოს მოქალაქეობის საკითხიდან გამომდინარე შესაბამის ორგანოებსა და სტრუქტურებში წარმოადგენლობას, საჭირო დოკუმენტაციის მოძიება/შეგროვების საკითხში დახმარებას. განათლების სამართალი აღნიშნული სერვისი მოიცავს საგანმანათლებო დაწესებულებთან არსებულ დავებში წარმომადგენლობას და საადვოკატო და იურიდიული დახმარების გაწევას უმაღლესისავალდებულო განათლებისკანონიდან გამომდინარე დარღვევების შემთხვევებში. საჭიროების შემთხვევაში კლიენტს გაეწევა იურიდიული მომსახურება საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და სასამართლოში. ჯანდაცვის სამართალი საადვოკატო ბიურო “OK & CG” გთავაზობთ იურიდიულ და საადვოკატო მომსახურებას სამედიცინო მომსახურების ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნი შესრულებიდან გამომდინარე დავებზე; სამედიცინო მედიაციის პროცესში კლიენტის ინტერესების დაცვას და ჯანდაცვის სამართლიდან გამომდინარე ნებისმიერ საკითხზე იურიდიულ კონსულტაციებსა და მომსახურებებს; სამშენებლო სამართალი სამშენებლო სამართალის სპეციალიზაციით მომსახურება მოიცავს მშენებლობის ნებართვის მოპოვების, პროექტის დამტკიცებისა და მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებში სამართლებრივ დახმარებას და კლიენტის ინტერესების დაცვას, კერძოდ, მომსახურების პროდუქტი მოიცავს მშენებლობასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მომზადებას;ამხანაგობების შექმნას; სამშენებლო მიწის ნაკვეთის ამხანაგობის საკუთრებად დარეგისტრირებას და მასზე ერთიანი საკადასტრო რუკის აღებას; მშენებლობის ნებართვის ასაღებად აუცილებელი იურიდიული მომსახურებით უზრუნველყოფას მშენებლობის ნებართვისათვის კანონით დადგენილ ყველა სტადიაზე; მიწის სტატუსის რეკლასიფიკაციას; დასრულებული სამშენებლო ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებას; საპენსიო და სოციალური საკითხები საადვოკატო ბიურო “OK & CG” გაგიწევთ იურიდიულ კონსულტაციებსა და საადვოკატო მომსახურებას სოციალური სტატუსის მინიჭების, აღდგენის საკითხებზე“სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონიდან და“სახელმწიფოპენსიის შესახებ” საქართველოს კანონიდანგამომდინარე ყველა სადავო საკითხზე წარმომადგენლობას კლიენტის ინტერესების დასაცავად. დევნილის სტატუსი საადვოკატო ბიურო “OK & CG” გაგიწევთ იურიდიულ კონსულტაციებსა და საადვოკატო მომსახურებას დევნილის სტატუსის მინიჭების, აღდგენის საკითხებზე, ასევე „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე ყველა სადავო საკითხზე წარმომადგენლობა კლიენტის ინტერესების დასაცავად. საბაჟო სამართალი საბაჟო სამართლის კუთხით საადვოკატო/იურიდიული მომსახურება მოიცავს საბაჟო ორგანოებისა და მათი უფლებამოსილი პირების ქმედებათა გასაჩივრებას და საბაჟო დავებში წარმომადგენლობის უზრუნველყოფას; საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას.