1000
2012.10.19
დავიცვათ ქვეყნის უსაფრთხოება!
ვიცავთ საკუთარ თავს; ვიცავთ ერთმანეთს; ვიცავთ ინტერესებს; ვიცავთ ყველაფერს რაც ღირებულად მიგვაჩნია; ვიცავთ სამშობლოს, მის ტერიტორიულ მთლიანობას… და ამასთანავე გვევალება დავიცვათ ინფორმაცია. ის ინფორმაცია რომელსაც კანონით დადგენილი წესით აქვს მინიჭებული სახელმწიფო საიდუმლოების სტატუსი. შეიძლება ეს ინფრომაცია ისეთივე მნიშვნელოვანი იყოს ქვეყნისთვის, როგორც მისი ტერიტორია დახალხი. ყველანაირი გადაწყვეტილება ხომ ინფორმაციის საფუძველზე მიიღება. მსურს გაგაცნოთ საქართველოს კანონის – სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ ამონარიდი, რომელიც უკეთ განგვიმარტავს თუ რა ცნებაა ეს.
გრიფით საიდუმლო, ეს არის ინფორმაცია რომელიც არ უნდა გათქვათ; ეს არის მონაცემები რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. სახელმწიფო საიდუმლოება – ინფორმაციის სახეობა, რომელიც მოიცავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მონაცემებს თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობის, დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვის სფეროებში, რომელთა გამჟღავნებას ან დაკარგვას შეუძლია ზიანი მიაყენოს საქართველოს ან საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მონაწილე მხარის სუვერენიტეტს, კონსტიტუციურ წყობილებას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს, რაც ამ კანონით ან/და საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად და ექვემდებარება სახელმწიფო დაცვას. საიდუმლოობის ხარისხი – კატეგორია, რომელიც გამოხატავს ინფორმაციის მნიშვნელობას, მისი გამჟღავნებით ან დაკარგვით გამოწვეულ შესაძლო ზიანს, ხელმისაწვდომობის შეზღუდვის ხარისხს და სახელმწიფოს მიერ მისი დაცვის დონეს. სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სისტემა – სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ორგანოების მიერ გამოყენებული საიდუმლოების დაცვის საშუალებები და მეთოდები, აგრეთვე ამ მიზნით განხორციელებული ღონისძიებები. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის მქონე“ – დოკუმენტი ან სხვა სახის მატერიალური საგანი, რომელიც შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებად აღიარებულ ინფორმაციას..
სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება – სახელმწიფო ორგანოსათვის, ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის მიცემული ნებართვა შეასრულოს სამუშაო სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამოყენებით. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გაცნობის უფლება – თანამდებობის პირის მიერ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების მქონე პირისათვის მიცემული შესაძლებლობა გაეცნოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მასალას.
მე თავს ვალდებულად ვთვლი გავუფრთხილდე და დავიცვა ქვეყნის საიდუმლოება, მიუხედავად იმისა ვარ თუ არა საქმის კურსში მის შინაარსზე და ვთვლი რომ ეს თითოეული ჩვენგანის ვალია.