908
2016.09.01
სასწავლო პრაქტიკული კურსი საადვოკატო ბიუროში
საადვოკატო ბიურო OK & CG იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სთავაზობს ორი ტიპის სასწავლო პროგრამას სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით პრაქტიკული უნარ-ჩვევებისა და თეორიული კვალიფიკაციის შესაძენად.
პრაქტიკული კურსიკურსდამთავრებულთათვისსასწავლო კურსიგულისხმობს ბიუროში ინტენსიურ პრაქტიკულ საქმიანობას კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა ის ნაწილი, რომელსაც ესაჭიროება ერთწლიანი სტაჟი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობისთვის და საადვოკატო საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი მოწმობის მისაღებად.პროგრამის ფარგლებში მონაწილეს ეძლევა საშუალება გაიაროს პრაქტიკული და თეორიული კურსი საადვოკატო ბიუროში, რაც მოიცავს შემდეგ საკითხებს:
> საქმის დაგეგმვის ეტაპების შესწავლა; > იურიდიული დოკუმენტაციის შედგენის სპეციფიკის შესწავლა;> ადვოკატების მეთვალყურეობით მარწმუნებლების ინტერესების დაცვა როგორც სასამართლო პროცესზე, ასევე, სახელმწიფო ორგანოებსა თუ მესამე პირებთან ურთიერთობაში.
სასწავლო კურსისხანგრძლივობაა 1წელი.პრაქტიკული კურსი სტუდენტებისთვის
საადვოკატო ბიუროში პრაქტიკული კურსის გავლის შესაძლებლობა აქვთ იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსის ან მაგისტრატურის/დოქტორატურის სტუდენტებს. პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტს. პრაქტიკული კურსის ფარგლებში მონაწილეს ეძლევა საშუალება გაიაროს შემდეგი ეტაპები:> საქმის დაგეგმვის ეტაპების შესწავლა; > იურიდიული დოკუმენტაციის შედგენის სპეციფიკის შესწავლა; > ახალი დოკუმენტების შედგენა; > ადვოკატების მეთვალყურეობით მარწმუნებლების ინტერესების დაცვა სასამართლო პროცესზე, ასევე, სახელმწიფო ორგანოებსა თუ მესამე პირებთან ურთიერთობაში.
სასწავლო კურსისხანგრძლივობაა 3 თვე.
სასწავლო კურსების ღირებულება შეადგენს ყოველთვიურად 100 ლარს.
სტაჟირების/პრაქტიკული კურსის პროგრამის მონაწილეების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად - რეზიუმეების გადარჩევისა და გასაუბრების საფუძველზე.პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა 2016 წლის 30 სექტემბრამდეუნდა გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) მისამართზე - info@myadvokat.geგთხოვთ მეილის სათაურის ველში მიუთითოთ -"პრაქტიკული კურსი სტუდენტებისთვის"ან"პრაქტიკული კურსი კურსდამთავრებულთათვის",სასურველი პროგრამის შესაბამისად.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: T - 247 67 67; 2 47 87 87; საადვოკატო ბიურო OK & CG გისურვებთ წარმატებას!