მსჯავრდებულებს უმაღლესი განათლების მიღება შეეძლებათ959 2016.09.09
მსჯავრდებულებს უმაღლესი განათლების მიღება შეეძლებათ
საქართველოს მთავრობამ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი გამოაქვეყნა,რომლის მიხედვითაც პირველად საქართველოში მსჯავრდებულებს უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა მიეცემათ. როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა განაცხადა, უმაღლესი განათლების მიღების უფლებით ისარგებლებს, გათავისუფლებისათვის მომზადების ან დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებული. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის თანახმად: სასჯელის ახალი სახე შინაპატიმრობა, რომელიც ახლა არასრულწლოვან მსჯავრდებულებზე ვრცელდება, სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვისაც დაინერგება იქმნება სრულიად ახალი ტიპის - გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ ქალ მსჯავრდებულს, რომელსაც დაწესებულებაში ჰყავს 3 წლამდე ასაკის შვილი, ბავშვისგაყვანის შემდეგ საშუალება მიეცემა უქმე დღეებში დაწესებულება დატოვოს მცირდება დისციპლინური პატიმრობის ვადები იცვლება უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პირთა გათავისუფლების მექანიზმი იცვლება პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის ინიცირების წესი იხვეწება ადგილობრივი საბჭოს მიერ მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმი