970
2016.09.30
სტამბულის იერსახის შესანარჩუნებლად ცათამბჯენების დემონტაჟი განხორციელდება
სტამბულში მიმდინარეობდა ხანგრძლივი სასამართლო დავა, სამშენებლო–დეველოპერულ კომპანიებსა და სახელმწიფო საბჭოს (მუნიციპალიტეტებს) შორის. თურქეთის მთავრობის განცხადებით, სტამბულში ცათამბჯენების მშენებლობა ისტორიულ–არქიტექტურული მემკვიდრეობის იერსახის შენარჩუნებასსაფრთხეს უქმნის. თურქეთის მთავრობა სასამართლო პროცესზე მათ ნაწილობრივ ან მთლიან დემონტაჟს მოითხოვდა.
სასამართლომ მთავრობის პოზიცია გაიზიარა და მიიჩნია, რომ სტამბულში ცათამბჯენების მშენებლობა ქალაქის და ისტორიული ძეგლების იერსახეს ცვლის, შესაბამისად მათი დემონტაჟი უნდა მოხდეს.
აღნიშნულ საკითხზე მკაფიო პოზიცია Unesco–მაც დააფიქსირა. Unesco–მთურქეთის მთავრობა გააფრთხილა, რომ სტამბული მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს დაკარგავს,თუ ურბანული განვითარების გამო ქალაქის იერსახის ცვლილება არ შეწყდება.
აღნიშნული დავის წამოწყებაOnalti Dokuz–ის კომპლექსის მშენებლობამ გამოიწვია, რომელიც თითქმის დასრულებულია. სწორედ ამ სამი ცათამბჯენის გამო ქალაქის იერსახეს საფრთხე ექმნება. კომპლექსი როგორც სურათზეც ჩანს მკვეთრად ცვლისაია სოფიას, ტოპკაპის სასახლისა და ლურჯი მეჩეთის ხედს.
ჯერჯერობით გაურკვეველია შენობების სრული დემონტაჟი მოხდება თუ შემცირდება ცათამბჯენების ზომა. ასევე, გაურკვეველია ისიც, ვინ გაწევს ამის ხარჯებს.
თუმცა, ცათამბჯენების დემონტაჟის გადაწყვეტილებას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს, თურქული გაზეთები წერენ, რომ მთავრობას არ აქვს უფლება ხელი შეუშალოს ურბანულ განვითარებას დაOnalti Dokuz–ის კომპლექსისდანგრევა არ უნდა მოხდეს.
საინტერესოა, რომელი მხარეა მართალი?! ვის აქვს უფლება აღკვეთოს ურბანული განვითარება და როგორ უნდა გავავლოთ ხაზი ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და ურბანულ განვითარებას შორის?!