ევროსასამართლომ საქართველოდან წარდგენილ მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა804 2016.09.30
ევროსასამართლომ საქართველოდან წარდგენილ მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა
ევროსასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევმა კომიტეტმა საქართველოდან წარდგენილ მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა.„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ დასრულდა ევროსასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კომიტეტის სხდომა, რომელზეც ევროსასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილი სამი კანდიდატურიდან არც ერთი არ დაამტკიცეს.გავრცელებული ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება სიაში არსებული პრობლემების გამო მიიღეს. გამორიცხული არ არის, კომიტეტმა თბილისის მიერ წარდგენილი სია უკან დააბრუნოს და ახალი შემადგენლობის დასახელება მოითხოვოს.საქართველომ კანდიდატებად ევა გოცირიძე, ალექსანდრე ბარამიძე და გიორგი ბადაშვილიწარადგინა.