ვიზალიბერალიზაციაზე ევროპულ პარლამენტთან მოლაპარაკებები დაიწყო!925 2016.10.05
ვიზალიბერალიზაციაზე ევროპულ პარლამენტთან მოლაპარაკებები დაიწყო!
ევროკავშირის საბჭო თანახმაა, საქართველოსათვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე, მოლაპარაკებები დაიწყოს. მოლაპარაკებებისათვის მზადყოფნა ევროკავშირის მუდმივმოქმედმა კომიტეტმა საბჭოს თანხმობით განაცხადა. ამით დადასტურდა კომისიის წინადადება უზრუნველყოს უვიზო მიმოსვლა, როგორც ევროპის მოქალაქეებისათვის საქართველოში, ასევე საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირში, ყოველ 180 დღიან პერიოდში 90 დღის განმავლობაში. ევროპარლამენტთან დიალოგს, მინიჭებული მანდატის საფუძველზე, სლოვაკეთის პრეზიდენტი დაიწყებს. "დღეს, კომისიამ მკაფიოდ დაადასტურა საკუთარი ვალდებულება საქართველოს მოქალაქეეებისათვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე. საქართველოში მიმდინარე რეფორმების გათვალისწინებით გვჯერა, რომ ცვლილებებისათვის არჩეული გზა არის სწორი და უნდა წახალისდეს. იმედი გვაქვს, ევროპარლამენტი აღნიშნულ პროცესს მხარს დაუჭერს და საქართველოს მოქალაქეები უვიზო მიმოსვლას მალე შეძლებენ"– განაცხადაPeter Javorčík– მა, სლოვაკეთის წარმომადგენელმა ევროკავშირში და მუდმივი წარმომადგენლობითი კომიტეტის პრეზიდენტმა. საქართველოსათვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების შესახებ მოლაპარაკებები კომისიამ 2016 წლის 9 მარტს დაიწყო. კომისიის შეფასებით ქვეყანაში არის ყველანაირი პირობა ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.