როგორ უნდა მოვიქცეთ სამართალდამცავის მიერ ქუჩაში გაჩერების შემთხვევაში?!2756 2016.10.10
როგორ უნდა მოვიქცეთ სამართალდამცავის მიერ ქუჩაში გაჩერების შემთხვევაში?!
პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბება, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობა ადამიანების მიმართ, უსაფუძვლოდ გაჩერება, ჩხრეკა და დაკითხვა მცირე ჩამონათვალია იმ პრობლემებიდან რასაც მოსახლეობა ყოველდღიურად აწყდება. იმისათვის, რომ დავიცვათ საკუთარი უფლებები, აუცილებელია ვიცოდეთ როგორ ავიცილოთ თავიდან მსგავსი უკანონო მოპყრობა. პირველ რიგში ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ საპატრულოდა კრიმინალური პოლიცია: რადგან კრიმინალური პოლიცია (თუმცა ვერც საპატრულო პოლიციას დავუკარგავთ ამ მხრივ მიღწევებს) როგორც წესი უფრო ხშირად გვევლინება ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ადრესატად. კერძოდ ქუჩაში მოქალაქის გაჩერებისას: 1) ახორციელებენ არამხოლოდ გარეგან (ვიზუალურ) დათვალიერებას არამედ ჩხრეკას. უფლება არ აქვთ! დაუშვებელია ჩხრეკა სასამართლო განჩინების გარეშე (გადაუდებელი აუცილებლობისას გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე) 2) კრძალავენ ვიდეო გადაღებას უფლება არ აქვთ! კრიმინალური პოლიცია საპატრულო პოლიციისგან განსხვავებით არ ატარებს თან კამერას, მაგრამ ასეთ შემთხვევაში მოქალაქეს აქვს უფლება თავად გადაიღოს 3) დამამცირებლად ეპყრობიან და შეურაცხყოფას აყენებენ უფლება არ აქვთ! ვიდეო გადაღებისას მასზე ასახული დამამცირებელი მოპყრობა წარედგინება სასამართლოს როგორც მტკიცებულება და დადგება სამართალდამცავის პასუხისმგებლობის საკითხი 4) აიძულებენ ნარკოლოგიურ შემოწმებას უფლება არ აქვთ! ნარკოლოგიური შემოწმება შსს-ს ბრძანებით დასაშვებია მხოლოდ მაშინ თუ: პოლიციელი ნარკოტიკის მოხმარების მოწმე გახდა ნარკოტიკის მოხმარებაში ეჭვმიტანილი შემოწმებისას გაქცევას ან თავის არიდებას შეეცდება. ნარკოტიკის მოხმარების ფაქტზე წყარო "112"- ში დარეკავს ან პოლიციას მიმართავს. იმისათვის, რომ არ გავხდეთ უკანონობის მსხვერპლი, როგორც საპატრულო ისე კრიმინალური პოლიციის მიერ ქუჩაში გაჩერებისას უნდა ვიცოდეთ საკუთარი უფლება-მოვალეობები: უფლებები: გაიგეთ გაჩერების მიზეზი მოითხოვეთ ვიდეო გადაღება ან თავად გადაიღეთ ნებისმიერი საშუალებით მოითხოვეთ გაჩვენოთ სამართალდამცავის მოწმობა (დაიმახსოვროთ მანქანის ნომერი) თქვით უარი ჩხრეკაზე (თუ ვერ წარმოადგენს თქვენს სახელზე შედგენილ ჩხრეკის ნებართვას) მიაწოდეთ ნაკლები ინფორმაცია თქვენს შესახებ (არ წარუდგინოთ პირადობა თუ არ დაგისაბუთებთ მიზეზს) არ ამოიტრიალოთ ჯიბეები განყოფილებაში გადაყვანის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოითხოვეთ ადვოკატის მომსახურება მოვალეობები: ეცადეთ იყოთ ნაკლებად პროვოკაციულები არ გაუწიოთ წინააღმდეგობა გაჩერებისას არ გაიქცეთ და არ თქვათ უარი გარეგან დათვალიერებაზე (გარეგანი დათვალიერება არ მოიცავს ჯიბეების/ ტანსაცმლის შემოწმებას) მიგვაჩნია, რომ აუცილებელია საზოგადოებამ უკეთ გააცნობიეროს და დაიცვას საკუთარი უფლებები. რის შემდეგაც იქნებ თავადვე შექმნას მისი დაცვის და არა დაჩაგვრისკენ მიმართული სამართალდამცავების უფრო მეტი მაგალითი