დასაქმებულთა უფლებები შრომითი ურთიერთობისას3041 2016.10.10
დასაქმებულთა უფლებები შრომითი ურთიერთობისას
„თუ არ გაწყობს,წადი“ – ეს ფრაზა ქართველი დამსაქმებლების დიდი ნაწილის ჩვეული არგუმენტია ნებისმიერ სამართლიან პროტესტზე, რაც დასაქმებულს უჩნდება. საინტერესო ისაა, რამდენად აქვთ მათ ამის თქმის უფლება და რამდენად იცავენ ისინი შრომის კოდექსს. განვიხილოთ ყველაზე ხშირი დარღვევები; შრომის კოდექსი მუხლი 2. ნაწილი 3. „შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ეროვნების, ასაკის, სქესის ... ან სხვა შეხედულების გამო“ დამსაქმებელი „გვჭირდება მხოლოდ 35 წლამდე ასაკის ადამიანი“ დამსაქმებელს არ აქვს უფლება ადამიანის დასაქმებაზე მხოლოდ იმიტომ თქვას უარი, რომ არის 36 წლის და მას სურს 35 წლამდე ადამიანების აყვანა. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ „დისკრიმინაციად არ ჩაითვლება პირთა განსხვავების აუცილებლობა, რომელიც გამომდინარეობს სამუშაოს არსიდან, სპეციფიკიდან..“ (შრომის კოდექსი მუხლი 2.ნაწილი 5) დამსაქმებლები ხშირად არა სამუშაოს სპეციფიკის, არამედ საკუთარი გემოვნებიდან გამომდინარე ეუბნებიან ადამიანებს უარს დასაქმებაზე ასაკის ან რაიმე სხვა ნიშნის გამო, რაც უკანონობაა. ამისგან თავის დასაცავად დამსაქმებელს ყველა დასაქმების მსურველმა პირველ რიგში უნდა შეახსენოს ზოგადად შრომის კოდექსის არსებობის შესახებ უნდა მოსთხოვოს იმის დამტკიცება, რატომ ვერ შეძლებს მოცემული სპეციფიკის სამუშაოს შესრულებას მისი ასაკის ადამიანი უნდა განუმარტოს, რომ დამსაქმებელს სახელმწიფო ავალდებულებს შრომის კოდექსის ნორმების დაცვას სამწუხაროდ, შრომის კოდექსის დარღვევა მხოლოდ დასაქმებისას არ ხდება. კოდექსის ნორმები ირღვევა დასაქმების შემდეგაც. ხელშეკრულებაში მითითებული სამუშაო საათები და პირობები როგორც წესი არ ემთხვევა რეალობას. დასაქმებულებს ხშირად პირდაპირ ეუბნებიან, რომ მართალია ხელშეკრულებაში უწერიათ დილის 10 დან 5–მდე მუშაობა, მაგრამ უნდა იმუშაონ ცხრა საათამდე ან დატოვონ სამსახური იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი შეუთანხმდება დასაქმებულს დამატებითი საათების განმავლობაში მუშაობაზე, შესრულებული სამუშაო აუცილებლად უნდა ანაზღაურდეს. შრომის კოდექსი მე–17 მუხლი 4–ე ნაწილი„ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით.ამ ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.“ ყველა იმ პრობლემის განხილვა, რაც შეიძლება დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის წარმოიშვას შეუძლებელია, ამიტომ მთავარია მსგავსი პრობლემების მოგვარების სწორი და კანონიერი გზის ცოდნა. დასაქმებულმა უნდა იცოდეს შრომის კოდექსით განსაზღვრული საკუთარი უფლებები უნდა გაეცნოს შრომით ხელშეკრულებას საფუძვლიანად სანამ ხელს მოაწერს უნდა მოითხოვოს დამსაქმებლის მხრიდან ხელშეკრულების პირობების დაცვა მისი უფლებების დარღვევის და უკანონოდ გათავისუფლების შემთხვევაში უნდა მიმართოს სასამართლოს