ადვოკატთა ასოციაციის ტელეხიდი სტრასბურგის სასამართლოსთან!825 2016.10.11
ადვოკატთა ასოციაციის ტელეხიდი სტრასბურგის სასამართლოსთან!
გუშინ, 10 ოქტომბერს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის განახლებულ სასწავლო ცენტრში, მეორედ გაიმართაონლაინ ტრენინგი, რომელიც ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპულ სასამართლოსთან ტელეხიდის მეშვეობით განხორციელდა.ტელეხიდის მეშვეობით ონლაინ ტრენინგი უკვე მეორედ იმართება და ტრადიციად ყალიბდება. სასამართლოს ექსპერტებმა ქართველ ადვოკატებს შესთავაზეს ორსაათიანი სწავლება, ევრო სასამართლოში წარსადგენი განაცხადის ახალი ფორმისა და სარჩელების დასაშვებობის კრიტერიუმების შესახებ. ტრენინგზე ასევე განხილულ იქნა ევროსასამართლოს დიდი პალატის უახლესი პრაქტიკაც. წყარო:gba.ge