ერთსქესიანთა ქორწინება – ოცდამეერთე საუკუნის გამოწვევა2904 2012.10.19
ერთსქესიანთა ქორწინება – ოცდამეერთე საუკუნის გამოწვევა
ერთსქესიან ქორწინებასთან დაკავშირებით იმდენად განსხვავებული დამოკიდებულება არსებობს ადამიანებში, რომ სამართალმაც ვერ ჩამოაყალიბა საბოლოო მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით. იმდენად, რამდენადაც კანონი გამომდინარეობს ხალხის ძირითადი ინტერესებიდან და მეტ–ნაკლებად საერთო მოსაზრებებიდან, მას არ შეუძლია საერთაშორისო მასშტაბით დაადგინოს ისეთი ფაქტი, რომელიც საზოგადოებაში დისონანსს გამოიწვევს. ბოლო სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში ერთსქესიანი ქორწინების მოთხოვნის ბუმი დაიწყო.

სექსუალური უმცირესობები განსაკუთრებით ცდილობენ დაიცვან, უფრო სწორად კიმოიპოვონ უფლება. მართავენ დემონსტრაციებს და აქციებს, ცდილობენ საზოგადოებასთან ინტეგრაციას. ზოგი ამტკიცებს რომ ისიც ჩვეულებრივი ადამიანია, ზოგი კი პირიქით, თავის განსხვავებულობის დადასტურებას ცდილობს. ამ რამდენიმე დღის წინ, დანიის (დენმარკის) პარლამენტმა დადგინა, რომ ერთსქესიან წყვილს ქორწინება შეუძლია ლუთერანული ეკლესიის ცერემონიით. დანია (დენმარკი) ასევე პირველი ქვეყანა გახდა მსოფლიოში, რომელმაც დაუშვა ერთსქესიან მეუღლეებზე იგივე უფლებები, რაც ჩვეულებრივი ქორწინებისას ენიჭებათ პირებს. ლუთერანულ ეკლესიაში ქორწინების კანონი კი ძალაში შევა 15 ივნისის შემდეგ. საინტერესოა, მიბაძავს თუ არა მსოფლიო – დანიის(დენმარკის) მაგალითს. თუმცა საქმე რომ რთულადაა ამას ყველა ვაცნობიერებთ. შემაფერხებელი გარემოებები იმდენია რომ ცალ–ცალკე ჩამოთვლა შეუძლებელიც კია.

ალბათ უპირველესი დამაფიქრებელი გარემოება მსოფლიო რელიგიათა უმრავლესობაა, რომლებიც მკაცრად კრძალავენ ერთსქესიანთა ქორწინებას. ხალხის ცნობიერებაც მნიშვნელოვნად რელიგიურია, აქედან გამომდინარე საკითხის დაკანონება ვერ ხერხდება. ფაქტი კი ის არის, რომ მსოფლიო ჩვენს თვალწინ იცვლება. უკეთესობისკენ თუ უარესობისკენ – ეს საკამათო საკითხია. მაგრამ ცვლილებები მაინც გარდაუვალია.

((წყარო:http://jurist.org/paperchase/2012/06/denmark-parliament-passes-same-sex-marriage-legislation.php