3937
2016.10.12
ვადაგადაცილებული სესხები და ე.წ "პრობლემურები".
"დატოვე ყველა იმედი, როცა აქ შემოდიხარ" ალიგიერი ამ წარწერას ალბათ ჯოჯოხეთისთვის ვეღარ გაიმეტებდა, საქართველოში სესხი რომ ჰქონოდა "გაპრობლემებული".
საკითხი დღითიდღე აქტუალური და მწვავე ხდება, ამიტომ მნიშვნელოვანია მოსახლეობას ჰქონდეს ინფორმაცია იმაზე, თუ რას წარმოადგენს "პრობლემური" ანუ კერძო აღსრულების სააგენტო.
ვადაგადაცილებული სესხები ხშირად სწორედ ასეთ კომპანიებს გადაეცემა. მათ მომხმარებლები ხუმრობით "კერძო ამომღებებსაც" უწოდებენ. კომპანიის კრედიტ ოფიცრები ხშირადმსესხებლის უფლებებს უხეშად არღვევენ, რადგან იძიებენ ინფორმაციას მსესხებელზე, მისი ოჯახის წევრებზე, უკავშირდებიან სოფლის წარმომადგენელს, საკრებულოს, გამგებლობას, სკოლას და აწვდიან მათ კონფიდენციალურ ინფორმაციას.
სესხის ან კრედიტის გამოტანისას კლიენტს არ აქვს იმის მოლოდინი, რომ გადაუხდელობის შემთხვევაში ვიღაც დაუკავშირდება მის ნათესავებს და გააგებინებს არსებული პრობლემების შესახებ. არცერთი დაწესებულება ამას არც ხელშეკრულებაში ითვალისწინებს და არც ზეპირ-სიტყვიერად აფრთხილებს კლიენტს.
განვმარტოთ აღსრულების სააგენტოების უფლებამოსილების ფარგლები, რათა მომხმარებელი მათი მუქარის გამო შეცდომაში არ შევიდეს.
ყველა "პრობლემურში"არსებობს ჯგუფი, რომელიც მიდის მსესხებლის მისამართზე, თუმცა მისამართზე მისვლისას ხდება მხოლოდ უწყების ჩაბარება, სადაც აღნიშნულია რომ სესხი გაქვთ გადასახდელი. არცერთ დოკუმენტზე ხელისმოწერა არ არის სავალდებულო, მათ შორის არც უწყების ჩაბარების შესახებ დოკუმენტზე.
არავისაღსრულებისეროვნულიბიუროსგარდაარაქვსქონებისაღწერისდადაყადაღების უფლება.აღსრულებისეროვნულიბიურო,ქონებასწინასწარყადაღასადებსსასამართლოში საქმისწარმოებისდაწყებისას.
როგორც წესი, მცირე სამომხმარებლოსესხების შემთხვევაში სესხზე ყოველდღიური პირგასამტეხლო ირიცხება რამდენიმე თვის განმავლობაში, რაზეც ინფორმაცია გარკვევით მითითებულია ხელშეკრულებაში. პირგასამტეხლოს დარიცხვის შემდეგ, სესხზე ირიცხება ჯარიმა, ერთჯერადი საურავის სახით და ჩერდება როგორც პირგასამტეხლოს, ისე ჯარიმის დარიცხვა.ჯარიმისგანახლებისუფლებაარავისაქვს.
"პრობლემურს" შეუძლია შეიტანოს სარჩელი სასამართლოში და ამ გზით ედაოს მსესხებელს მის ვალდებულებაზე. თუმცა, ხშირად ხანდაზმულ სესხებზეც ხდება სარჩელის აღძვრით აპელირება. თუ 3 წლის განმავლობაში სესხზე არანაირი თანხა არ ჩარიცხულა და საქმისწარმოება არ დაწყებულა, ამ ვადის გაშვების შემდგომ დაუშვებელია სარჩელის შეტანა სასამართლოში.
"პრობლემურს" არანაირი ბერკეტი არ გააჩნია იმისათვის, რომ ქვეყნის დატოვებისას პრობლემა შეუქმნას მსესხებელს ან მის საბუთებს.
სრულწლოვანი პირის სესხის გადახდის ვალდებულება ოჯახის წევრებს არ ეკისრებათ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მსესხებელი გარდაცვლილია და მისი სასესხო ვალდებულებები მემკვიდრეებზე გადავიდა.
ანგარიშების გაყინვა ხდება მხოლოდ სასარჩელო წარმოების დაწყებისას და არცერთ შემთხვევაში "პრობლემურის" სურვილით. ბანკის მხრიდან ავტომატურად თანხის ჩამოჭრა ხორციელდება იმ შემთხვევაში თუ თანხა დაფიქსირდა იმ კონკრეტული ბანკის ანგარიშზე, რომლის სესხიც არ არის დაფარული. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს არ აქვთ წვდომა თქვენს ანგარიშებზე.
თუ მსესხებელი კრედიტ-ოფიცერის მიერ შეთავაზებული პირობებით დაფარავს სესხს, მიზანშეწონილიაბანკიდანსესხისგანულებისშესახებცნობისაღება.მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემთხვევაში კი ორგანიზაციასთან უნდა დაზუსტდეს კრედიტის დაფარვის ფაქტი.
პრობლემური აქტივების მართვის ბიუროების ჩამოყალიბება, ქართულ რეალობაში შედარებით ახალი მოვლენაა, ამიტომსაინტერესოა რა იწვევს პრობლემას - საზოგადოების გაუცნობიერებლობა "პრობლემურის" კომპეტენციასა და საკუთარ უფლებებში, თუ უშუალოდ კრედიტ ოფიცრების არასწორი დამოკიდებულება მსესხებლების მიმართ?!