ევროპულმა სასამართლომ სამსახურამდე მისასვლელი დროც მუშაობად მიიჩნია!877 2016.10.12
ევროპულმა სასამართლომ სამსახურამდე მისასვლელი დროც მუშაობად მიიჩნია!
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, დრო რომელიც სამსახურამდე და უკან დასაბრუნებლად იხარჯება, სამუშაო საათებად მიიჩნევა. რეგულაცია ეხებათ თანამშრომლებს, რომლებსაც არ აქვთ სტაბილური ოფისი და უწევთ სხვადასხვა დანიშნულების ადგილას მისვლა. ასეთი დასაქმებულები, სასამართლოს აზრით, ანაზღაურებას უნდა იღებდნენ საწყის პუნქტთან დაბრუნებისათვის საჭირო დროის მიხედვით. ელექტრიკოსებს, მონტიორებს, გაყიდვების აგენტებს, ადამიანებს რომლებსაც დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად ხშირად უწევთ ქალაქგარეთ გასვლა, სამუშაო საათებად ჩაეთვლებათ საწყის პუნქტთან დაბრუნების დროც. უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომეს უზრუნველყოფს დასაქმებულების ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვას, რაც სამუშაო დროის შესახებ ევროკავშირის დირექტივის ძირითადი პრინციპია.