1200
2016.10.17
თურქეთში კანაფის კონტროლირებადი წარმოება ლეგალიზებულია!
ახალი სამთავრობო რეგულაციის თანახმად,თურქეთში კანაფის წარმოება მეცნიერული და სამედიცინო მიზნებისათვის ნებადართული ხდება. ნებართვა ამ ეტაპზეთურქეთის 19 პროვინციაზე გავრცელდება. კანაფის წარმოება მკაცრად გაკონტროლდება და სანქცირებული იქნება.
მოქალაქეებმა ხელისუფლებისგან მცენარის 3 წლის მანძილზე მოსაყვანად ნებართვა უნდა მიიღონ. მათ ასევე უნდა დაამტკიცონ, რომ უკანონო საქმიანობაში არასდროს ჩაბმულან და არც მომავალში ჩაებმებიან.
ხელისუფლება პერიოდულად ჩაატარებს წარმოების ადგილების მონიტორინგს, რათა არ მოხდეს კანაფის უკანონო გამოყენება.
კანაფის მოყვანისათვის ნებადართული პროვინციებია: ამასია, ანტალია, ბართინი, ბურდური, ჩორუმი, იზმირი, ქარაბიუქი, ქასთამონუ, ქაიზერი, ქუთაჰია, მალათია, ორდუ, რიზე, სამსუნი, სინოფი, თოქათი, უშაქი, იოზგათი და ზონგულდაქი. მთავრობის განცხადებით,შესაძლოა სხვა პროვინციებსაც მიეცეთ მეცნიერული და სამედიცინო მიზნებისთვის კანაფის მოყვანის უფლება.
პირადი მოხმარებისათვის კანაფის გამოყენება თურქეთში უკანონოა. ფლობა, ყიდვა ან მიღება 2 წლამდე, ხოლო გაყიდვა 10 წლამდე პატიმრობით ისჯება.