საქართველოში მონარქიის აღდგენის ინიციატივით სამეფო კლუბი გამოდის!2392 2016.10.17
საქართველოში მონარქიის აღდგენის ინიციატივით სამეფო კლუბი გამოდის!
საქართველოს სამეფო კლუბი მონარქიის აღდგენის ინიციატივით გამოდის. კლუბის სპიკერის გია მამალაძის თქმით საპარლამენტო მონარქია ქართული რეალობისთვის მისაღები წყობაა და ერის კონსოლიდაციას ხელს შეუწყობს. "საპარლამენტო მონარქია გაცილებით იაფია, ვიდრე საპრეზიდენტო მმართველობა. საპარლამენტო მონარქიის დროს, მეფე დასჯერდება ზუსტად იმ ხარჯებს, რაც აუცილებელი იქნება საპარლამენტო რესპუბლიკის შემთხვევაში ქვეყნის პრეზიდენტისათვის, მისი კანცელარიისათვის და სხვა. ზუსტად ამ ხარჯებში ჩაეტევა საპარლამენტო მონარქიის შემთხვევაში მონარქი, მისი კანცელარია და სხვა. საპარლამენტო რესპუბლიკის დროს პრეზიდენტი არის დაქირავებული სახელმწიფოს მიერ, ასევე, საპარლამენტო მონარქიის შემთხვევაში, მეფე იქნება ვალდებული შეასრულოს მსგავსი მოვალეობა, რასაც ასრულებს პრეზიდენტი საპარლამენტო რესპუბლიკაში."–ამბობს მიმართვაში მამალაძე. მონარქიული მმართველობის ფორმებიდან (კონსტიტუციური მონარქია-რომლის დროსაც მონარქის ძალაუფლება შეზღუდულიაკონსტიტუციითდააბსოლუტური მონარქია-რომლის დროსაც მონარქი შეუზღუდავ ძალაუფლებას ფლობს.)თანამედროვე მსოფლიოში ძირითადად კონსტიტუციური მონარქიებია გავრცელებული – ბელგია, დანია, ესპანეთი, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი, იაპონია და სხვა არაერთი განვითარებული ქვეყანა არის კონსტიტუციური მონარქიის თვალსაჩინო მაგალითი. აბსოლიტური მონარქიააბრუნეიში,ბჰუტანში, კატარიში,ომანიში,საუდისარაბეთშიდასვაზილენდში. საინტერესოა, მისაღები აღმოჩნდება თუ არა ქართული საზოგადოებისათვის შეზღუდულ, მონარქიულ მმართველობაზე გადასვლა, როგორც ამას საქართველოს სამეფო კლუბი გვთავაზობს.