სემეკმა მომხმარებლებს 2 845 614 ლარი ჩამოაწერა857 2016.10.20
სემეკმა მომხმარებლებს 2 845 614 ლარი ჩამოაწერა
2016 წლის სამი კვარტალის განმავლობაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომპანიების მხრიდან მოქალაქეებზე დარიცხული და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ უსაფუძვლოდ მიჩნეული, ჩამოწერილი თანხების ოდენობამ 2 845 614 ლარი შეადგინა. საჯარო სხდომებზე, სადაც ხდება კომისიის საჯარო გადაწყვეტილებების მიღება, მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებულ დავებზე შესწავლილი საკითხები წარდგენილი იყო კომისიის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტისა და ენერგოომბუდსმენის სამსახურის მიერ. კომისიის მოქალაქეთა საჩივრების დეპარტამენტში მოქალაქეთა 1760 განცხადება/საჩივარი შევიდა. მათ შორის, ბუნებრივ გაზთან დაკავშირებით - 638; ელექტროენერგიასთან დაკავშირებით -859, ხოლო სასმელ წყალთან დაკავშირებით - 263. აქედან, ბუნებრივი გაზის სექტორში ყველაზე მეტი - 599 განცხადება/საჩივარი შპს ,,ყაზტრანსგაზ-თბილისის” მიმართ დაფიქსირდა; ელექტროენერგეტიკის სექტორში სს „თელასის“ მიმართ - 783, ხოლო წყალმომარაგების სექტორში - შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიმართ - 211 განცხადება/საჩივარი. მოქალაქეთა განცხადება/საჩივრებში დაფიქსირებული მოთხოვნები, ძირითადად, შეეხებოდა ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ კომპანიის მიერ მიღებულ დადგენილებებს, უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებსა და ხანდაზმულ დავალიანებებს. მოქალაქეთა განცხადება/საჩივრები ელექტროენერგეტიკის სექტორში უმეტესწილად ხანდაზმულ დავალიანებებს უკავშირდებოდა. წყარო: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია