KFC–ს მომხმარებელი 20 მილიონს ცრუ რეკლამის გავრცელებისათვის სთხოვს990 2016.10.24
KFC–ს მომხმარებელი 20 მილიონს ცრუ რეკლამის გავრცელებისათვის სთხოვს
ნიუ– იორკის მახლობლად მცხოვრები Anna Wurtzburger ამბობს, რომ გიჟდება შემწვარ ქათამზე. მან ზაფხულში 20 დოლარის ღირებულების ქათამი შეიძინა KFC–ში თუმცააღმოაჩინა, რომ საერთოდ არ იყო ისეთი, როგორიც რეკლამაში. "სახლში რომ მივედი და ვნახე წამოვიძახე სად არის ქათამი?! რადგან მეგონა რამდენიმე ხორცი მაინც დამხვდებოდა შეფუთვაში. საშინელებაა,ამბობენ რომ მთელ ოჯახს ეყოფა, გვაჩვენებენ საკმაოდ დიდი რაოდენობის ქათმის ხორცით სავსე შეფუთვას, მაგრამ რეალურად არანაირად არაა საკმარისი მთელი ოჯახისთვის, იქ ისეთი პატარა ხორცის ნაჭრებია. ეს რეკლამა ტყუილია, დეზინფორმაციაა" –განუცხადა განაწყენებულმა მომხმარებელმა ჟურნალისტებს. KFC–ის განმარტებით ხორცი რეკლამაში მართლაც გაცილებით დიდი ზომისაა, რადგან მაყურებელმა დაინახოს. "თუ გინდათ, რომ მაყურებელმა ხორცი დაინახოს, მართლა ჩადეთ შიგ ხორცი" აღნიშნა ანამ და აიყვანა ადვოკატი მომხმარებელთა უფლებების დასაცავად. ისKFC–ისგან სარეკლამო ბანერების მოხსნასთან ერთად ზიანის ანაზღაურებისათვის 20 მილიონს ითხოვს. "იცით როგორი რეკლამა უნდა გაუშვასKFC–მა? გახსოვთ ფილმი ოლივერი? ფილმი არის ბიჭზე რომელიც ობოლთა თავშესაფარში იზრდება. ბიჭი უნდა მივიდეს კაცთან და უთხრას "შეიძლება კიდევ დავიმატო?" –Anna Wurtzburger