938
2016.10.24
ბავშვთა შრომის სტატისტიკა საქართველოში
2015 წლის ბოლოს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ბავშვთა შრომის ეროვნული კვლევა ჩაატარა. ბავშვთა შრომის ეროვნული კვლევის ჩატარების მიზანს წარმოადგენდა ქვეყანაში ბავშვთა შრომის მდგომარეობის, მასშტაბების, მიზეზების და შედეგების შეფასება.ბავშვთა შრომა შეიცავს 5-17 წლის ასაკის ბავშვების მიერ განხორციელებულ ეკონომიკურ საქმიანობებს, რომელიც არ არის დაშვებული გაერო-ს ზემოაღნიშნული კონვენციების და ეროვნული კანონმდებლობის მიერ. ბავშვთა შრომის განმსაზღვრელ ფაქტორებს წარმოადგენს ბავშვის ასაკი, შესრულებული სამუშაოს ხასიათი, სამუშაო საათების ხანგრძლივობა და პირობები, რომელშიც სამუშაო სრულდება.კვლევამ მოიცვა დაახლოებით 7700 შინამეურნეობა, რომელშიც ცხოვრობს 5-17 წლის ასაკის ბავშვი.ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში ბავშვთა შრომაში ჩართულია 5-17 წლის ასაკის ბავშვების 4.2%. ბავშვთა შრომაში ჩართული ბიჭების რაოდენობა დაახლოებით 3-ჯერ აღემატება გოგონების შესაბამის რაოდენობას.მთლიანობაში, ეკონომიკურ საქმიანობაში (ე.ი. როგორც ბავშვთა შრომაში, აგრეთვე გაერო-ს კონვენციებით და ეროვნული კანომდებლობით დაშვებულ საქმიანობაში) ჩართულია 5-17 წლის ბავშვთა 5.8%. ქალაქის ტიპის დასახლებებლში 1.6%, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში ეკონომიკური საქმიანობით დაკავებული ბავშვთა 11.4% ცხოვრობს.