1124
2016.10.27
ცნობილი ავღანელი გოგონა დააპატიმრეს
National Geographic–ის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ფოტო სწორედ ავღანელ შარბათ გულას ეკუთვნის. ფოტო 1985 წელს გამოქვეყნდა და ავღანელი გოგოც მსოფლიოსათვის მალევე გახდა ცნობილი. მწვანეთვალება გულას ფოტოგრაფმა წლების შემდეგ ისევ მიაგნო და ფოტოები გადაუღო. აღმოჩნდა, რომ გულამ საკუთარი პოპულარობის შესახებ არაფერი იცოდა.
26 ოქტომბერს გულა პაკისტანის ხელისუფლებამ საბუთების გაყალბების გამო დააკავა. ის მეუღლესთან ერთად პაკისტანში ყალბი საბუთებით ცხოვრობდა. ძალიან ბევრი ავღანელი ცდილობს მოიპოვოს პაკისტანის საიდენტიფიკაციო ბარათი ყალბი საბუთებით და იცხოვროს არალეგალურად პაკისტანში.
ხელისუფლება დიდხანს ეძებდა კორუფციაში ბრალდებულ გულას და ბოლოსPeshawar–ში საკუთარ სახლში აიყვანა.
მას 14 წლიანი პატიმრობა და 3 000 დან 5 000 მდე ჯარიმის გადახდა ემუქრება ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში.
გულას ადვოკატი აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს მის დასაცავად და არ დაუშვებს ხელისუფლებამ შარბათ გულას ძირითადი უფლებები და თავისუფლებები დაარღვიოს.