3657
2016.10.28
ცხოველების წამება გასართობად– საზოგადოება მოძალადეების მკაცრად დასჯას ითხოვს!
მსოფლიოს ყურადღება ბოლო დღეებში ცხოველთა წამების სასტიკმა ფოტოებმა მიიპყრო. როგორც აღმოჩნდა, ორი ახალგაზრდა თავშესაფრიდან წამოყვანილ ცხოველებს ასახიჩრებდა და მათ ფოტოებს სოციალურ ქსელში ღიად აქვეყნებდა.
საზოგადოება დამნაშავეების სასტიკად დასჯას პეტიციით ითხოვს. მათი აზრით, ახალგაზრდებისგან მსგავსი ძალადობა შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს და საშიში მასშტაბები შეიძინოს.
21 წლის ალინა ორლოვას და 19 წლის ალენა სავჩენკოს (ონლაინ სივრცეში–კრისტინა კონოპლია) ცხოველები თავშესაფრიდან მოჰყავდათ. ეჭვი არავის არაფერში შეუტანია, რადგან გოგონები თავშესაფრის თანამშრომლებს ცხოველებზე ზრუნვას და მათ საუკეთესო მეგობრად ყოლას პირდებოდნენ.
დასახიჩრებული და სასტიკად მოკლულია უამრავი ცხოველი. მოძალადეები ცხოველების ფოტოებს სოციალურ ქსელში საჯაროდ აქვეყნებდნენ და მომხმარებლებს ეკითხებოდნენ რა ფორმით ეწამებინათ ისინი.
საზოგადოების აზრით ჯარიმა, რომელიც რუსეთში ცხოველთა წამებისთვისაა დადგენილი არაა საკმარისი მათი ძალადობის დასასჯელად და გოგონები პატიმრობით უნდა დაისაჯონ. სხვა შემთხვევაში ისინი ისევ გააგრძელებენ მსგავსი ძალადობრივი ქმედებების განხორციელებას.