1044
2016.10.28
თბილისში ბიზნეს სამართლის სიმპოზიუმი მიმდინარეობს
ბიზნეს სამართლის მიმდინარე სიმპოზიუმზე განხილული იქნება:
ბიზნეს სამართლებრივი დავების სწრაფად და ეფექტურად გადაწყვეტა
გარანტიები და მათი მნიშვნელობა
კორპორაციული საფარველი
საგადასახადო დავალიანების დაკისრება
პერსონალური მონაცემების დაცვა
შრომითი ურთიერთობები
სიმპოზიუმის მასალები გამოქვეყნდება და მისი გაცნობის საშუალება როგორც ფართო საზოგადოებას, ისე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებსაც შეეძლებათ.
ბიზნეს სამართალში არსებული პრობლემური საკითხების გადაწყვეტა ხელს შეუწყობს გარემოს გაუმჯობესებას ბიზნესისათვის.
პრობლემები ყველაზე მეტად ეხება საბანკო გარანტიებს, გაჭიანურებულ ბიზნეს დავებს, არაკანონზომიერი ღონისძიებების გამოყენებას, სახელმწიფო შესყიდვებს.
პრობლემების გამომწვევი ერთ–ერთი მთავარი საფუძველი საკანონმდებლო რეგულაციების არ არსებობაა და სიმპოზიუმზე სწორედ ამ რეგულაციების შემოღებაზე იქნება საუბარი.
მოხსენებებს როგორც ქართველი, ისე გერმანელი სამართლის სფეროს წარმომადგენლები წაიკითხავენ.
სიმპოზიუმი ხვალ 28 ოქტომბერს დასრულდება.