79 წლის პატიმარმა შეწყალებაზე უარი თქვა796 2016.11.02
79 წლის პატიმარმა შეწყალებაზე უარი თქვა
Joseph Ligon–ი 79 წლისაა და სასჯელს 16 წლის ასაკიდან იხდის. ის ყველაზე ხანდაზმული პატიმარია მათგან, ვინც არასრულწლოვანობის ასაკიდან ციხის კედლებს მიღმაა. 16 წლის ასაკში მონაწილეობა მიიღო ორი ადამიანის მკვლელობაში, რომელიც ფილადელფიაში მოხდა. Joseph–ს სამუდამო თავისუფლების აღკვეთა შეწყალების დაშვების გარეშე მიესაჯა. აშშ–ს სასამართლომ არასრულწლოვანისათვის სამუდამო პატიმრობის მინიჭება არაკონსტიტუციურად მიიჩნია, რამაც შესაძლებლობა მისცაJoseph–ს დაეტოვებინა ციხე. პატიმარმა პრინციპულად უარი თქვა შეწყალების შედეგად გათავისუფლებაზე. მიიჩნევს, რომ ციხეში საკმაოდ დიდხანს იყო და არ სურს შეწყალებულმა დატოვოს მისი კედლები, სურს პირდაპირ გაათავისუფლონ. საინტერესოა, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ სამართალდამცავები.