914
2016.11.02
10 წლის ბავშვის გაუპატიურებაში მსჯავრდებულს სასამართლომ განაჩენი გაუუქმა
ორი წლის წინ ირანელმა ლტოლვილმა 10 წლის ბიჭი გააუპატიურა. შემთხვევა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, საცურაო აუზზე მოხდა. მოძალადე ადგილზე დააკავეს და მას სექსუალური ძალადობის ბრალდებით 6 წლიანი პატიმრობა მიესაჯა, დაზარალებულის ოჯახისათვის კი კომპენსაციის, 4700 ევროს გადახდა.
20 წლის ახალგაზრდამ ბავშვზე იერიში აუზის საპირფარეშოს კაბინაში მიიტანა, მსხვერპლმა შემთხვევის შესახებ მაშველს უთხრა და სწორედ მან გამოიძახა პოლიცია.
გავრცელებული ინფორმაციით მოძალადემ განაცხადა, რომ სქესობრივი კავშირი ოთხი თვის განმავლობაში არავისთან ჰქონია და თავის შეკავება ვერ შეძლო.
აღნიშნული საქმე ბოლო პერიოდში უკვე უზენაეს სასამართლოში განიხილებოდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდება გაუპატიურებაზე მოიხსნა.
სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვა დანიშნა, რადგან მიიჩნია რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არ დაასაბუთეს რატომ მოხდა სექსუალური ძალადობის მუხლით პირის გასამართლება.
უზენაესის თქმით დამნაშავეს სჯეროდა, რომ მსხვერპლი არ იყო წინააღმდეგი. შესაბამისად დასასაბუთებელია განზრახული ჰქონდა თუ არა მას ბიჭის სურვილის წინააღმდეგ დაემყარებინა კონტაქტი.
საქმის ხელახალი განხილვა მომავალ წლამდე არ დაიწყება. მოძალადე კვლავ პატიმრობაშია გაუპატიურების ბრალდებით.
დაზარალებული ბავშვის დედის განცხადებით, მისი შვილი ღამეების განმავლობაში ტიროდა, ფსიქოლოგიური პრობლემების გამო კი სუიციდიც სცადა. ექსპერტების დასკვნით ბავშვი მწვავე ფსიქიკური პრობლემების წინაშე იდგა.
გამომდინარე იქიდან, რომ მოძალადე ლტოლვილია, ფაქტმა საზოგადოებაში უფრო მკვეთრი რეაქცია გამოიწვია. მოსახლეობა მიგრანტების დეპორტაციას და დამნაშავის მკაცრად დასჯას ითხოვს.