პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეები აირჩია824 2016.11.02
პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეები აირჩია
დღეს, 2 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართა პლენუმის სხდომა, რომელზეც განიხილეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიების დაკომპლექტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებისა და სასამართლოს მდივნის არჩევის საკითხები. სხდომის შედეგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის თავმჯდომარედ პლენუმმა ლალი ფაფიაშვილი, მეორე კოლეგიის თავმჯდომარედ თეიმურაზ ტუღუში აირჩია. სასამართლოს მდივნის პოზიციას მერაბ ტურავა დაიკავებს. პლენუმის დადგენილების შესაბამისად პირველი კოლეგიის შემადგენლობაში შედიან: ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე), მაია კოპალეიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, მერაბ ტურავა (სასამართლოს მდივანი); ხოლო მეორე კოლეგიის შემადგენლობა შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: თეიმურაზ ტუღუში (თავმჯდომარე), თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი. მეორე კოლეგიის მეოთხე წევრის ადგილი ვაკანტურია და მას საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული წევრი დაიკავებს.