შოტლანდიაში ჰიჯაბი უნიფორმის ოფიციალური ნაწილი გახდა997 2016.11.04
შოტლანდიაში ჰიჯაბი უნიფორმის ოფიციალური ნაწილი გახდა
შოტლანდიის პოლიციამ ოფიციალურად განაცხადა, რომ ჰიჯაბი უნიფორმის ნაწილი ხდება. მათი აზრით, ამ წამოწყებით პოლიციის დანაყოფები უფრო მრავალფეროვანი და ინტეგრირებული გახდება. ძალოვან სტრუქტურებში აცხადებენ, რომ მუსლიმანი ქალებისათვის ეს ნაბიჯი წამახალისებელი იქნება. ინიციატივა უზრუნველყოფს მათ სამართალდამცავის პროფესია, კარიერის განსაზღვრისას, თამამად აირჩიონ. შოტლანდიაში ჰიჯაბი ადრეც იყო დაშვებული, თუმცა მხოლოდ მაღალი თანამდებობებისთვის. ამჯერად, ეს რეგულაცია დამწყებ პოლიციელებსაც შეეხებათ. პოლიციის მეთაური Phil Gormley –"მოხარული ვარ რომ ამ განცხადებას ვაკეთებ.პოლიციის ოფიცრებისა და თანამშრომლების სახელით, მივესალმებიმუსლიმი მოსახლეობის მხარდაჭერის ნებისმიერ ჟესტს. ჩვენი მიზანია, პოლიციის მომსახურება (განსაკუთრებით საჯარო სექტორში) წარმოადგენდეს საზოგადოების ყველა იმ ნაწილს, რომელსაც ვიცავთ და ვემსახურებით. იმედი გვაქვს, რომ ეს ინიციატივა უზრუნველყოფს ჩვენი პერსონალის მრავალფეროვნებას და სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების ინტეგრაციას. ინიციატივას მხარს უჭერს შოტლანდიის პოლიციის მუსულმანური ასოციაციაც (SPMA).შოტლანდიის პოლიციამ გადაწყვეტილება სტატისტიკური მონაცემების კვლევის შემდეგ მიიღო. კვლევამ აჩვენა, რომ ძალოვან სტრუქტურებში 4,809 აპლიკაციიიდან მხოლოდ 127 აპლიკაცია ეკუთვნოდა ეთნიკურ უმცირესობებს.