თბილისის ქუჩებში ახალი ამკრძალავი ნიშნები გამოჩნდა2722 2016.11.12
თბილისის ქუჩებში ახალი ამკრძალავი ნიშნები გამოჩნდა
|"დაიცავი სისუფთავე" თბილისის ქუჩებში ახალი ამკრძალავი ხასიათის ნიშნები გამოჩნდა, რომლებიც ცხოველების მეპატრონეებს სისუფთავის დაცვისკენ მოუწოდებს. ზოგიერთი ნიშანი მიანიშნებს, რომ ტერიტორიაზე ძაღლის გადაყვანა არ შეიძლება. როგორც ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსი თეიმურაზ ფხალაძე აცხადებს, მსგავსი შინაარსის ნიშნები თბილისში უფრო მასშტაბურად განთავსდება და მთელს ქალაქს მოიცავს. გამაფრთხილებელი ნიშნები ცენტრალურ ქუჩებში განთავსდება და ცხოველის მეპატრონეს მიანიშნებს სად როგორი ქცევაა ნებადართული. ბანერები საინფორმაციო ხასიათის იქნება. დაიბეჭდება ბუკლეტებიც, რომელსაც ცხოველის გაშვებისთვის ნებადართული ადგილებით მონიშნული რუკა დაერთვება. აღნიშნული წესების დარღვევა დაჯარიმებას გამოიწვევს. ჯარიმები უკვე გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, დარღვევის მონიტორინგს კი ჯერჯერობით მხოლოდ 5 ეკიპაჟი ახორციელებს. ჯარიმა სხვადასხვა სახისაა, ცხოველის ფეკალიით დაბინძურებაზე ჯარიმა 8 ლარამდეა, თუ საყელურის და ალიკაპის გარეშე გაასეირნებთ ცხოველს და დაარღვევთ გასეირნების წესს, ჯარიმა 8 ლარიდან 20 ლარამდეა.