მასწავლებლებს ხელფასი 800 ლარამდე გაეზრდებათ887 2016.11.16
მასწავლებლებს ხელფასი 800 ლარამდე გაეზრდებათ
განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, მასწავლებლებს ხელფასი 800 ლარამდე გაეზრდებათ, თუმცა ამ ანაზღაურებას მხოლოდ ის პედაგოგები მიიღებენ, რომლებიც სრულ განაკვეთზე მუშაობენ. "საათების დეფიციტის პრობლემა რეალურად სკოლებში არის, თუმცა ბოლო წლებში მოსწავლეთა რაოდენობა იზრდება და საათების დეფიციტიც პრობლემაც მოიხსნება. ამ პრობლემის მოგვარებას დაეხმარება ასევე მშობლებთან, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის საათები, მენტორობის სისტემის აღდგენა და თავისუფალი გაკვეთილები. “ჩვენთანაც იყო მცდელობა, მე-5 კლასში, ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა არის ერთად და ისე აპროტესტებენ ამას მასწავლებლები, რომ თავს იკლავენ და მათი აზრი უნდა გავითვალისწინოთ. წელს და შარშან სკოლებმა პირველკლასელი მიიღეს უფრო მეტი, ვიდრე მანამდე, მომავალ წელსაც მნიშვნელოვან ზრდას ველოდებით. ეს ნიშნავს კლასების ზრდას და შესაბამისად მასწავლებელთა სააათების ზრდასაც. მომავალ წელს უფრო მეტი სრულად დატვირთული პედაგოგი გვეყოლება. ჩვენ ვაპირებთ, რომ ხელოვნურად დავეხმაროთ საათების გაბევრებას სკოლებში. მაგალითად მშობლებთან მუშაობის საათებით, ეს იქნება ზუსტად მცდელობა მასწავლებელს ჰქონდეს საშუალება დაიმატოს რამდენიმე საათი და გაატაროს მშობლებთან მუშაობაში. მეორე მაგალითია სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობა. სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს არ ჰყოფნით ხშირ შემთხვევაში ის საათები რაც არის სტანდარტული საგნის შესასწავლად, აქაც მასწავლებლებს, ვინც აირჩევენ, ესეც ნებაყოფლობითი იქნება, რომ მეტი საათი იმუშაონ სპეციალური საჭროების მქონე ბავშვებთან. ასე რომ მომავალ წელს უფრო ნაკლები არასრულგანაკვეთიანი მასწავლებელი გვეყოლება და ამის შემდეგ კიდევ უფრო ნაკლები, თანდათან ამ პრობლემას მოვაგვარებთ”, -განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.