ზედმეტი მგზავრების აყვანის გამო თბილისის მიკროავტობუსის მძღოლები დაისჯებიან903 2016.11.21
ზედმეტი მგზავრების აყვანის გამო თბილისის მიკროავტობუსის მძღოლები დაისჯებიან
პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამარშრუტო ტაქსში ზედმეტი მგზავრების აყვანისთვის მძღოლების მიმართ "თბილისის მიკროავტობუსის" მონიტორინგის სამსახური მკაცრ ზომებს გაატარებს. კომპანიაში აცხადებენ, რომსოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც მიკროავტობუსში მყოფი, ფეხზე მდგომი მგზავრები ფიქსირდებიან. კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" კატეგორიულად აცხადებს, რომ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე აკრძალულია მიკროავტობუსში ხუთ ადამიანზე მეტის ფეხზე დგომა, უმორჩილესად ვთხოვთ ჩვენს მომხმარებლებს მაქსიმალურად შეიკავონ თავი გადატვირთულ მიკროავტობუსში ასვლისგან.ასევე მოგახსენებთ, რომ ყველა იმ მძღოლის მიმართ, რომელიც დაუშვებს მის მიერ მართვად სამარშუტო ტაქსში ზედმეტი მგზავრების აყვანას იქნება გატარებული მკაცრი ადმინისტრაციული ზომები კომპანიის მონიტორინგის სამსახურის მიერ.