922
2016.11.22
თურქეთში არასრულწლოვნის გაუპატიურების გამო მოძალადეები აღარ დაისჯებიან
სტამბოლში ათასობით მოქალაქე აპროტესტებს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც თუ მოძალადე გაუპატიურების მსხვერპლს ცოლად მოიყვანს დანაშაული ეპატიება.
აქცია თურქეთის სხვადასხვა ქალაქებში გაიმართა.მოსახლეობის აზრით ეს კანონპროექტი გაუპატიურების ლეგალიზაციას შეუწყობს ხელს რასაც ისინი არ დაუშვებე.
კანონის ინიციატივაქვეყნის პრეზიდენტის რეჯებ ტაიპ ერდოღანისგან მოდის. მთავრობის რწმენით, ეს კანონი იმ პრობლემების გადაწყვეტას შეუწყობს ხელს, რომლებიც თურქეთში გავრცელებულ არასრულწლოვან გოგონებთან ქორწინების ტრადიციას უკავშირდება. როგორც კანონპროექტის ავტორები ამბობენ, მიღებული კანონი საზოგადოებაში იმ კაცების რეაბილიტაციისთვისაა, რომლებმაც შესაძლოა არ იცოდნენ, რომ არასრულწლოვანთან სექსუალური ურთიერთობა აკრძალულია. ასევე, მათი აზრით, კანონი საზოგადოების გარიყვისგან „გადაარჩენს“ იმ არასრულწლოვან გოგონებს, რომლებსაც სექსუალური კავშირი 18 წლამდე ასაკში ჰქონიათ.
კანონი პარლამენტმა პირველივე მოსმენით მოიწონა. დღეს მისი მეორე მოსმენა შედგება.
წყარო:BBC