მოსწავლეთა დისკრიმინაცია ედინბურგში981 2016.11.22
მოსწავლეთა დისკრიმინაცია ედინბურგში
ედინბურგში კომპანიაTesco–ს მაღაზია მოსწავლეთა დისკრიმინაციას ახორციელებს. Boroughmuir–ის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უწევთ დაიცადონ რიგში მაშინ, როდესაც მაღაზიაშიGeorge Watson–ის სახელობის კერძო სკოლის ბავშვები თავისუფლად შედიან. კომპანიის განცხადებით, მათი ქმედება დისკრიმინაციულ ნიშნებს არ შეიცავს. შესვენების საათებში მაღაზიაში ბევრი მოსწავლე იყრის თავს, რაც მესაკუთრეებს აიძულებს რიგის დაცვის წესები შემოიღონ. მშობლები ამბობენ, რომ რიგი ყველა მოსწავლემ უნდა დაიცვას არ აქვს მნიშვნელობა კერძო სკოლაში სწავლობენ თუ საჯაროში. ერთ–ერთი მშობლის თქმით, როდესაც მისი შვილი რიგში იდგა ხედავდა როგორ შედიოდნენ მაღაზიაში კერძო სკოლის მოსწავლეები ურიგოდ. მაღაზიაში პირველად აუცილებლად კერძო სკოლის მოსწავლეებს უშვებენ, როდესაც ისინი დაასრულებენ ლანჩს საჯარო სკოლასაც შეუძლია მაღაზიით სარგებლობა. წყარო: BBC