გოგონების  წინა დაცვეთა შესაძლოა სისხლის სამართლის დანაშაული გახდეს2336 2016.11.24
გოგონების წინა დაცვეთა შესაძლოა სისხლის სამართლის დანაშაული გახდეს
საქართველოში გოგონების ე.წ წინადაცვეთა შესაძლოა სისხლის სამართლის დანაშაული გახდეს. თეა წულუკიანის განცხადებით, ამ თემაზე მისი უწყება და პარლამენტი აქტიურად იმუშავებს. "ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. ეს პროცესი უნდა დასრულდეს სტამბოლის კონვენციის რატიფიკაციით, რომლის ხელმოწერის პატივიც მე მქონდა 2 წლის წინ, მაგრამ რატიფიკაცია უკვე იმედი მაქვს ახალი პარლამენტის ფარგლებში მოხდება. სადაც ჩვენ რამდენიმე დღის წინ ჩავამატეთ ახალი მუხლი, რომელიც ეხება ქალის გენეტალიების დამახინჯებას, სადაც იქნება ცალკე მუხლი, თუ კი ამას პარლამენტი მხარს დაუჭერს, რომ ე.წ. გოგოების წინა დაცვეთა გახდეს სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი",-განაცხადა თეა წულუკიანმა.