895
2016.11.25
მინისტრის განცხადებით პედაგოგთა საკვალიფიკაციო გამოცდები მოიხსნება!
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავა ჟურნალისტებს შეხვდა და ბოლო პერიოდის სიახლეები გააცნო. კერძოდ, ისაუბრა ტექნოლოგიური და ელექტრონული სერვისებით სისტემის აღჭურვაზე, მცირეკონტინგენტიანი სკოლების დაფინანსებაზე, რეგიონების სკოლების ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე და სხვ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ განათლებას სისტემის პოლიტიკისგან გათავისუფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტია. ამასთან, პედაგოგთა მოქმედი სქემიდან უკვე ამოღებულია ე.წ. „მუქარა“, რომ თუ პედაგოგი სამი წლის განმავლობაში ვერ ჩააბარებს პროფესიულ გამოცდას, სკოლას დატოვებს. შესაბამისად, მომავალში იარსებებს არა გამოცდა, არამედ პედაგოგის მიერ კვალიფიკაციის დადასტურება და სიტყვა ბარიერი საერთოდ გაუქმდება.
ახალი სასწავლო წლიდან მნიშვნელოვანი სიახლეები გატარდა პროფესიულ განათლებაში, რადგან თუ აქამდე იყო 100, წელს დამატებით 50 ახალი პროფესია დაინერგა და გაიხსნა რამდენიმე ახალი სასწავლებელიც. უმაღლეს განათლებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა უცხოელი სტუდენტების ხელშეწყობამ. რაც შეეხება მეცნიერებას, მათთვის განხორციელდა როგორც უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე ხელფასების მატება და ზოგადად, დაფინანსების გაზრდა.