ადვოკატთა ასოციაციამ ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირებთან  მემორანდუმი გააფორმა1572 2016.11.28
ადვოკატთა ასოციაციამ ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირებთან მემორანდუმი გააფორმა
22 ნოემბერს, სასტუმროში ,,ვერე პალასი“, ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირების პრეზენტაცია გაიმართა. ადვოკატთა პროფკავშირის ძირითადი და უმთავრესი მიზანია ადვოკატის პროფესიული ღირსების დაცვა, ამაღლება და განმტკიცება, საზოგადოებაში ადვოკატის ავტორიტეტის გაზრდა, ადვოკატთა სოციალური ინტერესების განხორციელება. ადვოკატთა თავისუფალი პროფესიის განვითარების ხელშეწყობა, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის განვითარება და სახელმწიფო ინსტიტუტებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან კომუნიკაცია ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის მიზნით. პრეზენტაციაზე, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა: ,,მას შემდეგ, რაც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე გავხდი, ჩემი ძირითადი საქმიანობა შემოისაზღვრა ადვოკატთა უფლებების დაცვით, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მარტო მიწევს ამის კეთება. რა თქმა უნდა, სჯობს, ჩემს გვერდით იდგეს დამოუკიდებელი პროფკავშირი, რომელიც ასოციაციასთან ერთად იბრძოლებს თითოეული ადვოკატის უფლებებისთვის. ჩვენ ერთად ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ“. პრეზენტაციაზე ადვოკატთა ასოციაციასა და ადვოკატთა დამოუკიდებელ პროფკავშირებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირები დაარსდა ადვოკატთა ადვოკატთა საერთო კრებაზე ადვოკატთა საინიციატივი ჯგუფის მიერ. ორგანიზაციის თავმჯდომარედ არჩეულია ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ადვოკატი გიორგი თევზაძე.