1479
2016.11.29
„შეამოწმე შენი მონაცემები“ -ინტერნეტ სივრცეში ახალი თაღლითური ვებგვერდი გამოჩნდა
„შეამოწმე შენი მონაცემები“ -ინტერნეტ სივრცეში ახალი ვებგვერდი გამოჩნდა,, რომელიც მოქალაქეებს სთავაზობს შეამოწმონ, დავირუსებულია თუ არა მათი ანგარიში. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი გაფრთხილებთ, არ შეასრულოთ ამ საიტის ინსტრუქციები, რადგან მისი მიზანი დიდი ალბათობით თქვენი საბანკო მონაცემების შეგროვება და საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებაა.ვებგვერდი ცდილობს დაგარწმუნოთ, რომ მათბაზაში მილიონზე მეტი დავირუსებული ანგარიშია და მათ შორის შეიძლება თქვენიც იყოს. ამის შესამოწმებლად კი თქვენგან ითხოვს სახელის და გვარის, საბანკო ბარათის ნომრის, მისი მოქმედების ვადის და CVC კოდის შეყვანას. ამ მონაცემების გამოყენებით თაღლითებმა შესაძლოა სხვადასხვა სახის ზიანი მოგაყენონ, მაგალითისთვის, თქვენს ნაცვლად იყიდონ ნივთები ონლაინ მაღაზიებში.მსგავსი სახელწოდების გვერდი ინტერნეტ სივრცეში რამდენიმე თვის წინაც გამოჩნდა და მალევე დაიბლოკა შესაბამისი რეაგირების შედეგად. თუმცა როგორც ჩანს ინტერნეტ-თაღლითები ისევ ცდილობენ მოქალაქეების პერსონალური მონაცემების მოპოვებას. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი გირჩევთ, არ ენდოთ ამ და მსგავს ვებგვერდებს და არ ჩააგდოთ საფრთხეში თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება.
წყარო: პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი