უზენაესმა სასამართლომ ექსპერტი ლევან ჩაჩუა უდანაშაულოდ ცნო1025 2016.12.05
უზენაესმა სასამართლომ ექსპერტი ლევან ჩაჩუა უდანაშაულოდ ცნო
უზენაესმა სასამართლომ ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურის საჩივარი წარმოებაში არ მიიღო, რითიც ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ ჟვანიას საქმის სამედიცინო ექსპერტი ლევან ჩაჩუა საქმეში უდანაშაულო იყო. ყოფილი პრემიერის საქმის ექსპერტს პროკურატურა სამსახურებრივ გულგრილობაში ადანაშაულებდა. ბრალდების მხარის მტკიცებით, ჩაჩუამ ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის ცხედრების ექსპერტიზა არაჯეროვნად ჩაატარა, შესაბამისად მცდარი იყო მაშინდელი დასკვნა, რომ ექსპრემიერი ბუნებრივი აირის გაჟონვით გარდაიცვალა. ლევან ჩაჩუას რვა თვის მანძილზე პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. ბრალდების მტკიცებულებები სამივე ინსტანციის სასამართლომ არასაკმარისად მიიჩნია. საქართველოს პრემიერმინისტრი ზურაბ ჟვანია2005 წლის 3 თებერვალს, გამთენიისას საბურთალოს 53-ში მდებარე ბინაში, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე რაულ უსუფოვთან ერთად გარდაცვლილი იპოვეს. სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ პრემიერისა და უსუფოვის გარდაცვალება მხუთავმა აირმა გამოიწვია.