FBI-ის ცნობით მსოფლიოში დანაშაული იკლებს1059 2012.10.19
FBI-ის ცნობით მსოფლიოში დანაშაული იკლებს
ამერიკის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ წინასწარი წლიური ანგარიში გამოაქვეყნა ძალადობრივი დანაშაულის სტატისტიკის შესახებ, რომელიც იუწყება რომ მსგავსი დანაშაული საგრძნობლად შემცირდა. ანგარიში დაეყრდნო 14000 სამართლებრივი ორგანოს 2010–2011 წლწბის მონაცემებს. მკვლელობა 1,9 პროცენტით აღმოიფხვრა, რაც შეეხება ძალადობრივ გაუპატიურებას, ქურდობას დაყაჩაღურ თავდასხმებს, აქ 4 პროცენტიანი კლება აღინიშნება. ქონებრივი დანაშაული და ავტომობილების ქურდობა 3,3 პროცენტით იკლებს. ფედერალური ბიუროს წლიური ანგარიშები იმ კვლევის ნაწილია, რომელიც უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კი სტაბილურად გვამცნობს დანაშაულის კლების შესახებ.

2010 წლისთვის 2009–სთან შედარებით ძალადობრივ დანაშაულზე 6 პროცენტიანი კლება იყო ხოლო ქონებრივზე 2,7 პროცენტიანი. მსოფლიოსთვის დანაშაულის მსგავსი კლება უდაოდ დადებითად აისახება. ეს ხალხს უსაფრთხოების განცდას მატებს და ახალ მოტივაციებს უჩენს. დანაშაული ერთი შეხედვით იკლებს, თუმცა იმასაც ვერ უარვყოფთ რომ ტექნიკის, სხვადასხვა საშუალებების მატებით და დახვეწით ახალი შესაძლებლობები ჩნდება და დანაშაულსაც ეხსნება ახალი გზა. ოცდამეერთე საუკუნეში ხომ კრიმინალმა ვირტუალურ სამყაროშიც შეაღწია და კიბერდანაშაული მომრავლდა. აქვე არც საინფორმაციო ომები უნდა დავივიწყოთ. სულ მალე ფედერალები ახალი დანაშაულის აღმოფხვრის ან შემცირების გზებსაც იპოვნიან. მანამდე კი მსოფლიოს სიმშვიდეს და სამართლიანობას ვუსურვებთ.

((წყარო:http://jurist.org/paperchase/2012/06/fbi-reports-another-year-of-decrease-in-violent-crime.php