2250
2016.12.08
სასამართლოში ქცევის წესები
იმისათვის, რომ სასამართლოში იყოს წესრიგი და უსაფრთხოება, მოგეთხოვებათ შემდეგი წესების დაცვა:
სასამართლოში გამოცხადებისას აუცილებელია იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გაიარეთ მეტალო–დეტექტორზე შემოწმება. ამას თქვენი და სხვა მოქალაქეების უსაფრთხოება მოითხოვს;
ნუ დააგვიანებთ სასამართლო პროცესზე, დაწყებულ პროცესზე დაგვიანებით შესვლა დაუშვებელია;
სასამართლო პროცესის მსვლელობისას გამორთეთ მობილური ტელეფონი;
სასამართლო სხდომის დარბაზში ფოტოგადაღება, კინო–, ვიდეოჩაწერა უნდა განხორციელდეს სასამართლოს მიერ წინასწარ გამოყოფილი ადგილიდან. სასამართლო სხდომის დარბაზში მყოფ ნებისმიერ პირს აქვს უფლება, სასამართლოს მიერ წინასწარ გამოყოფილი ადგილიდან განახორციელოს სასამართლო სხდომის აუდიოჩაწერა;
დაუშვებელია სასამართლო სხდომის დარბაზში მოძრაობა, ხმაური, შუქის ან სხვა ისეთი ემისიების გამოყოფა, რომლებიც ხელს უშლის მართლმსაჯულების განხორციელების ნორმალურ პროცესს. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში მოსამართლეს (სასამართლოს) შეუძლია მიიღოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ზომები;
ნებადართულია სასამართლოს ეზოსა და შენობის დერეფანში ფოტოგადაღება, კინო–,ვიდეო–, აუდიოჩაწერა და ეთერში გადაცემა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ;
დაუშვებელია სასამართლოს მიერ დადგენილი წესით სასამართლოს შენობაში შესული პირისათვის პირადი ნივთების, მათ შორის, მობილური ტელეფონის, კომპიუტერის, ფოტო–,კინო–, ვიდეო– ან/და აუდიოსაშუალებების ჩამორთმევა.
პროცესზე დაიცავით სიჩუმე და დაემორჩილეთ მოსამართლის განკარგულებებს, შეასრულეთ მანდატურის მითითებები;
ნებისმიერი პრობლემის არსებობისას დახმარებისათვის მიმართეთ მანდატურს;
სასამართლო სხდომაზე წესრიგის დარღვევის, სხდომის თავმჯდომარის მითითებისადმი დაუმორჩილებლობის ან სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის შემთხვევაში, მოსამართლეს უფლება აქვს დაგაჯარიმოთ, სხდომის დარბაზიდან გაგაძევოთ ან თქვენ მიმართ გამოიყენოს ადმინისტრაციული პატიმრობა.