ევროპარლამენტი სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმზე შეთანხმდა854 2016.12.08
ევროპარლამენტი სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმზე შეთანხმდა
ევროპარლამენტში გუშინ გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირში სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმზე შეთანხმდნენ. საქართველოსათვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე პარლამენტი მომავალ კვირას იმსჯელებს. ინფორმაციას ამის შესახებ ევროპარლამენტარი კატი პირი ავრცელებს. ევროპარლამენტი საქართველოსათვის ვიზა ლიბერალიზაციის ხელის შემშლელ ფაქტორად ამ დრომდე შეჩერების მექანიზმს ასახელებდა, რომელზეც წევრ ქვეყნებს არაერთგვაროვანი პოზიციები ჰქონდათ. "Finally agreement on suspension mechanism, so we can vote next week for visa free travel for Georgians and Ukrainians."–Kati Piri