889
2016.12.09
საქართველოს საგადასახადო და საკანონმდებლო სიახლეები
მოსალოდნელი ცვლილებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
• 2016 წლის 22 ნოემბერს საქართველოს პარლამენტში შევიდა კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.
• კანონპროექტის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და მის გადაყვანას ახორციელებს მხოლოდ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი სხვა ადმინისტრაციული ორგანო.
• კანონპროექტის მიხედვით, კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე.
ცვლილებები იგეგმება საგადასახადო ადმინისტრირების კუთხითაც.
სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ვეღარ მოხდება ბიზნესის ანგარიშების დაყადაღება. კომპანიების საგადასახადო შემოწმების ვადა იქნება რეგლამენტირებული და გაუქმდება ეკონომიკური დანაშაულისთვის წინასწარი პატიმრობის გამოყენება განსაკუთრებული შემთხვევების გარდა.
ასევე ქვეყანაში გაჩნდა „სტარტაპების“ დაფინანსების ინსტრუმენტი.
„სტარტაპების“ დაფინანსება იქნება ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესების კუთხით, გაგრძელდება მეწარმეობის ხელშეწყობის არსებული პროგრამები, მოხდება მათი ოპტიმიზაცია ეფექტიანობის გაზრდის მიმართულებით.
სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ეფექტიანი ურთიერთობების ხელშეწყობისთვის შეიქმნება ერთიანი სივრცე „ბიზნესსახლი“, სადაც ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება კერძო ბიზნესს ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახურება. შედეგად, ბიზნესს შეუმცირდება სახელმწიფოსგან შესაბამისი მომსახურების მიღებისთვის საჭირო დრო და რესურსები.
იგეგმება არსებული ონლაინსერვისების გაუმჯობესება, შესაძლებელი გახდება როგორც კომპანიის ელექტრონულად დარეგისტრირება, ისე არსებულ მონაცემებში ცვლილებების ელექტრონულად განხორციელება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მისვლის გარეშე."–ნათქვამია 2016–2020 წლის სამთავრობო პროგრამაში.
წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი