მსჯავრდებულის გაქცევის ფაქტზე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა824 2016.12.13
მსჯავრდებულის გაქცევის ფაქტზე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ არსებითად დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა მსჯავრდებულის გაქცევის ფაქტზე ბრალდებულ ოთარ ვ.-ს მიმართ და მას აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საქმის მასალების თანახმად, 2016 წლის 31 აგვისტოს, დაახლოებით 13:20 წუთზე რუსთავის საქალაქო სასამართლოში, პროცესის დასრულების შემდეგ, პენიტენციური დეპარტამენტის მე-6 დაწესებულებაში გადასაყვანმა პირმა მოახერხა გაქცევა. მას ბრალად ედებოდა, დაკავების ადგილიდან, პენიტენციური დაწესებულებიდან, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებიდან ან მოთავსების სხვა ადგილიდან, გადაყვანისას მსჯავრდებულის გაქცევა, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხ წლამდე ვადით. ღია სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლომ შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, ბრალდებულს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 12 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, საიდანაც 8 წელსა და 1 თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 4 წელი და 6 თვე ჩაეთვლება პირობით, 4 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. სასამართლოს აღნიშნული განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. წყარო: tcc.gov.ge