956
2016.12.15
კანონმდებლობა კიბერ დანაშაულზე და ზოგადი პოლიტიკა
კიბერ დანაშაულის საკითხების მთავარ მარეგულირებელ საერთაშორისო დოკუმენტს წარმოადგენს ევროპის საბჭოს 2001 წლისკონვენცია კიბერ დანაშაულის შესახებ,რომლის რატიფიცირებაც საქართველომ 2012 წელს მოახდინა. აღნიშნული დოკუმენტი განსაზღვრავს კიბერ სივრცეში ჩადენილ იმ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, რომლის დასჯადად გამოცხადება ევალება კონვენციის ყველა წევრ სახელმწიფოს. ამასთანვე, კონვენცია წევრ ქვეყნებს ავალდებულებს შექმნან კიბერ დანაშაულთან ბრძოლის შიდა ეროვნული სპეციალიზირებული დანაყოფები, რომლებიც ასევე შეასრულებენ 24/7 საერთაშორისო საკონტაქტო პუნქტის უფლებამოსილებებს.
საქართველოში კიბერდანაშაულის დასჯადობის საკითხებს არეგულირებს სისხლის სამართლის კოდექსის (სსკ) XXXV თავი, რომლის თანახმადაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს კიბერსივრცეში ჩადენილი შემდეგი ქმედებები:კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა (მუხ.284), კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება, კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა.აღნიშნულთან ერთად, დანაშაულს წარმოადგენს ბავშვთა პორნოგრაფიის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ნებისმიერ ფორმით (მათ შორის ონლაინ), (სსკ– მუხ. 255, ნაწ.2), ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევა და კიბერ საშუალებებით ჩადენილი ტერორიზმი. (სსკ. მუხ.3241).
გარდა ამისა, 2012 წელს მიღებულ იქნა კანონი „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“, რომელიც აწესებს ინფორმაციული უსაფრთხოების ზოგად სტანდარტებს საჯარო და კერძო სექტორისთვის. აღნიშნული საკანონმდებლო აქტის საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტმა დაამტკიცა„კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების ნუსხა“. ამ ეტაპზე ნუსხაში შედიან მხოლოდ ის სახელმწიფო დაწესებულებები, რომელთა გამართული ფუნქციონირება სასიცოცხლო მნიშვნელობას მქონეა საქართველოსთვის.
2013 წლის მაისში საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერასაქართველოს კიბერ უსაფრთხოების სტრატეგიას 2013–2015 წლებისთვის, რომელიც წარმოადგენს კიბერ უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელ მთავარ დოკუმენტს. სტრატეგიას გააჩნია სამოქმედო გეგმა, სადაც დეტალურად გაწერილია დაგეგმილი ღონისძიებები, ისევე ის სახელმწიფო უწყებები, რომლებიც უშუალოდ პასუხისმგებელნი არიან სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაზე.
წყარო: police.ge