ბინადრობის მოწმობა3267 2016.12.15
ბინადრობის მოწმობა
ბინადრობის ახალი მოწმობა2011 წლის 1 აგვისტოდან, საქართველოში ბინადრობის ახალი მოწმობა გაიცემა. ბინადრობის მოწმობა პირის მოქალაქეობის და ვინაობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია. მასზე მოთავსებულია ელექტრონული მატარებელი, რომელზეც მისამართის გარდა, დატანილია იგივე პერსონალური ინფორმაცია, რაც ბინადრობის ძველ მოწმობაზე. ბინადრობის მოწმობის მიღება ნებისმიერ უცხოელი, რომელსაც მიენიჭა ბინადრობის ნებართვა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსი მქონე პირი, მიუხედავად ასაკისა ვალდებულია მიიღოს ბინადრობის მოწმობა. ბინადრობის ახალი მოწმობის მისაღებად მიმართეთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ფილიალს ან იუსტიციის სახლს. მუდმივი ბინადრობის მოწმობის შემთხვევაში თუ დოკუმენტის გაცემასთან ერთად ხორციელდება მისამართზე რეგისტრაცია მიმართეთ სააგენტოს/იუსტიციის სახლის იმ ფილიალს, რომლის სამოქმედო ტერიტორიასაც განეკუთვნება საცხოვრებელი მისამართი. ბინადრობის მოწმობის ტიპები ბინადრობის მოწმობა არის ორი ტიპის: მუდმივი და დროებითი. დროებითი ბინადრობის მოწმობა გაიცემა დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე პირებზე. ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებზე. მუდმივი ბინადრობის მოწმობა გაიცემა პირებზე, რომელთაც სააგენტოს დასკვნის საფუძველზე მიენიჭა მუდმივი ბინდარობის ნებართვა. მუდმივი ბინადრობის მოწმობა პირი, რომელიც პირველად იღებს მუდმივი ბინადრობის მოწმობას უნდა წარმოადგინოს: სააგენტოს დასკვნა მუდმივი ბინადრობის ნებართვის ან/და მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მინიჭების შესახებ ორი ფოტოსურათი (ფოტოსურათის გადაღებას შეძლებთ სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალში ან იუსტიციის სახლში. ფოტოსურათის ღირებულება 3 ლარი) რეგისტრაციის საფუძველი (16 წლამდე ასაკის პირი რეგისტრაციას გადის მშობლებთან, მეურვესთან, მზრუნველთან ან სხვა კანონიერ წარმომადგენელთან. ასეთ შემთხვევაში, რეგისტრაციის საფუძველი საჭირო არ არის) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (უცხო ქვეყნის მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; დაბადების მოწმობა და სხვ.) საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი მოწმობის გამოცვლა მოწმობის გამოსაცვლელად და ახლის მისაღებად უნდა წარმოადგინოთ: მუდმივი ბინადრობის შესაცვლელი მოწმობა ორი ფოტოსურათი (ფოტოსურათის გადაღებას შეძლებთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალში ან იუსტიციის სახლში, ფოტოსურათის ღირებულება 3 ლარი) საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ბინადრობის მოწმობის შეცვლის ერთ-ერთი საფუძველი: ადგილის შეცვლა (გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირი ფლობს პირადობის (ბინადრობის) ახალ მოწმობას) მოქმედების ვადის გასვლა სახელის ან გვარის შეცვლა ჩანაწერში უზუსტობის დადგენა გამოყენებისთვის უვარგისობა (გაცვეთა, დაზიანება ან დაკარგვა) დროებითი ბინადრობის მოწმობა დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე პირი რეგისტრირდება პირადი განცხადების საფუძველზე პირი, რომელიც პირველად იღებს დროებითი ბინადრობის მოწმობას უნდა წარმოადგინოს: სააგენტოს დასკვნა დროებითი ბინადრობის ნებართვის; მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მინიჭების შესახებ ან/და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტლვილთა სამინისტროს მიერ პირისათვის ლტოლვილის ან/და ჰუმანიტარის სტატუსის მინიჭების შესახებ; ორი ფოტოსურათი (ფოტოსურათის გადაღებას შეძლებთ სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალში ან იუსტიციის სახლში. ფოტოსურათის ღირებულება 3 ლარი) უცხო ქვეყნის მოქალაქის დამადასტურებელი დოკუმენტი დაბადების მოწმობა (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში) შენიშვნა: ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები რეგისტრაციას არ გადიან. ვადა და ღირებულება მე–10 სამუშაო დღეს 30 ლარი მე-5 სამუშაო დღეს 40 ლარი მე-3 სამუშაო დღეს 50 ლარი მე-2 სამუშაო დღეს 60 ლარი იმავე დღეს 65 ლარი დროებითი ბინადრობის მოწმობა გაიცემა დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადით. ლტოლვილის სახელზე დროებითი ბინადრობის მოწმობა გაიცემა 3 წლის ვადით ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე 1 წლამდე ვადით. წყარო: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო