უძრავი ქონების რეგისტრაციის დინამიკა. 2016 წლის ნოემბერი936 2016.12.20
უძრავი ქონების რეგისტრაციის დინამიკა. 2016 წლის ნოემბერი
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2016 წლის ნოემბრის თვეში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 33.1%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 58 721 ერთეული შეადგინა. ა.წ. ნოემბერი 2012-2015 წლების იმავეთვესთან შედარებით ცალსახა ზრდით გამოირჩევა: 2012 წლის ნოემბერთან (39 218 ერთეულისარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 49.7%-ით, 2013 წლის ნოემბერთან (42 664 ერთეულისარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 37.6%-ით, 2014 წლის ნოემბერთან (42 855 ერთეულისარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 37.0%-ით, 2015 წლის ნოემბერთან (44 123 ერთეულისარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 33.1%-ით. წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 2.4%-ით გაიზარდა: კლება დაფიქსირდა პირველადი (5.2%-ით), ხოლო ზრდა - მეორადი (5.2%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში. 2016 წლის ნოემბრის თვეში სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი2010 =100) დაფიქსირდა 1.396 დონეზე, რაც აღემატება წინა წლის იმავე თვის ინდექსს (1.049). აშკარაა, რომ წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა უძრავი ქონების როგორც პირველადი(73.9%-ით), ისე მეორადი (23.7%-ით) ტრანზაქციების რაოდენობა. 2016 წლის ნოემბრის თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ 14 410 ერთეული შეადგინა, საიდანაც 9 609 ერთეულისახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციაა. მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციებისრაოდენობამ კი 44 311 ერთეული შეადგინა, საიდანაც 3 319 სახელმწიფო პროექტის ფარგლებშიცვლილების რეგისტრაციაა, ხოლო 592 - სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია(რეგისტრაციის გაუქმება). სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) პირველადი და მეორადისარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით, შესაბამისად, 1.302 და 1.429 დონეებზე დაფიქსირდა. რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, წინა წლისიმავე თვესთან შედარებით გაიზარდა პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: ა. წ.ნოემბერში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 75.5%-ს მეორადი, ხოლო 24.5%-ს - პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენს (2015 წლის ნოემბერში კი, შესაბამისად, 81.2% და18.8%).