940
2016.12.20
უძრავი ქონების რეგისტრაციის დინამიკა. 2016 წლის ნოემბერი
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2016 წლის ნოემბრის თვეში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 33.1%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 58 721 ერთეული შეადგინა. ა.წ. ნოემბერი 2012-2015 წლების იმავეთვესთან შედარებით ცალსახა ზრდით გამოირჩევა: 2012 წლის ნოემბერთან (39 218 ერთეულისარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 49.7%-ით, 2013 წლის ნოემბერთან (42 664 ერთეულისარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 37.6%-ით, 2014 წლის ნოემბერთან (42 855 ერთეულისარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 37.0%-ით, 2015 წლის ნოემბერთან (44 123 ერთეულისარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 33.1%-ით.
წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 2.4%-ით გაიზარდა: კლება დაფიქსირდა პირველადი (5.2%-ით), ხოლო ზრდა - მეორადი (5.2%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში. 2016 წლის ნოემბრის თვეში სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი2010 =100) დაფიქსირდა 1.396 დონეზე, რაც აღემატება წინა წლის იმავე თვის ინდექსს (1.049).
აშკარაა, რომ წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა უძრავი ქონების როგორც პირველადი(73.9%-ით), ისე მეორადი (23.7%-ით) ტრანზაქციების რაოდენობა. 2016 წლის ნოემბრის თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ 14 410 ერთეული შეადგინა, საიდანაც 9 609 ერთეულისახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციაა. მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციებისრაოდენობამ კი 44 311 ერთეული შეადგინა, საიდანაც 3 319 სახელმწიფო პროექტის ფარგლებშიცვლილების რეგისტრაციაა, ხოლო 592 - სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია(რეგისტრაციის გაუქმება).
სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) პირველადი და მეორადისარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით, შესაბამისად, 1.302 და 1.429 დონეებზე დაფიქსირდა.
რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, წინა წლისიმავე თვესთან შედარებით გაიზარდა პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: ა. წ.ნოემბერში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 75.5%-ს მეორადი, ხოლო 24.5%-ს - პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენს (2015 წლის ნოემბერში კი, შესაბამისად, 81.2% და18.8%).