853
2016.12.20
ბიზნეს სუბიექტები. 2016 წლის ნოემბერი
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2016 წლის ნოემბრის თვეშიქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 4 197 ერთეული შეადგინა, რომელთაშორის 95.3% სამეწარმეო სუბიექტია (ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობისსაზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტურისაზოგადოება, კოოპერატივი, უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი), ხოლო 4.7% -არასამეწარმეო სუბიექტი (არასამეწარმეო იურიდიული პირი, უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი). ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვისინდექსი (დეკემბერი 2010=100) 0.959 დონეზე დაფიქსირდა.
ა.წ. ნოემბრის თვეში დაფიქსირდა ზრდა როგორც წინა თვესთან (9.6%-ით), ასევე, წინა წლის იმავე თვესთან (16.6%-ით) შედარებით.
2016 წლის ნოემბრის თვეში წინა თვესთან შედარებით სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 8.1%-ით,ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 50.0%-ით გაიზარდა. მსგავსი ტენდენცია დაფიქსირდაწინა წლის იმავე თვესთან შედარებით: სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 14.3%-ით, ხოლოარასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 98.0%-ით გაიზარდა.
ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) სამეწარმეო და არასამეწარმეო სუბიექტების მიხედვით შესაბამისად 0.941 და 1.559 დონეებზე დაფიქსირდა.
ა.წ. ნოემბრის თვეში ბიზნეს სუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა შეზღუდული პასუხისმგებლობისსაზოგადოების (2 030 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 48.4%) და ინდივიდუალურიმეწარმის (1 923 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 45.8%) სახით. როგორც ჩანს, ბიზნესსუბიექტთა 94.2% მხოლოდ აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ანიჭებს უპირატესობას. ამავე თვეშიქვეყანაში დარეგისტრირდა: 197 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 20 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, 18 კოოპერატივი, 8 სააქციო საზოგადოება და 1 უცხოური არასამეწარმეოიურიდიული პირის ფილიალი.
ა. წ. ნოემბრის თვეში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობის მიხედვით გამოიყო ტერიტორიული ერთეულების ტოპ ათეული და გამოვლინდა აღნიშნული მონაცემების ზრდა/კლებისტენდენცია (წინა თვესთან და წინა წლის იმავე თვესთან შედარებით).