როგორ უნდა გამოიყენოთ საზიარო ნივთი2260 2012.10.19
როგორ უნდა გამოიყენოთ საზიარო ნივთი
თუ ფლობთ სხვა პირებთან ერთად მოძრავ თუ უძრავ საგანზე საზიარო უფლებას, უნდა იცოდეთ რას გვეუბნება კანონი ამ უფლების რეგულირების შესახებ, რომ არც თქვენი უფლება დაირღვეს და არც სხვისი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. თუ სპეციალურად სხვა რამ არ არის დადგენილი, თითოეულ მოწილეს ეკუთვნის თანაბარი წილი და თავისი წილის თანაზომიერი ნაყოფის ნაწილი. თითოეულ მოწილეს უფლება აქვს ისარგებლოს საზიაროსაგნით ისე, რომ ზიანი არ მიადგეს დანარჩენ მოწილეთა სარგებლობას. საზიარო საგანს მოწილენი ერთობლივად მართავენ. თითოეულ მოწილეს უფლება აქვს საგნის შენახვისათვის საჭირო ღონისძიებები განახორციელოს სხვა მოწილეთა თანხმობის გარეშეც.