სისხლის სამართალი იურიდიული პირებისთვის1394 2012.10.19
სისხლის სამართალი იურიდიული პირებისთვის
იურიდიული პირების მიმართ სასამართლოში სისხლის სამართლებრივი საქმის განხილვას გარკვეული სპეციფიკა ახასიათებს და ეს ბუნებრივიცაა მათი შინაარსიდან გამომდინარე. იურიდიულ პირებზე ამ კოდექსის ნორმები ვრცელდება მათი შინაარსის გათვალისწინებით. იურიდიული პირი ნიშნავსსამეწარმეო (კომერციულ) ან არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს (მის უფლებამონაცვლეს). კოდექსის ნორმებში მკაფიოდ არის ნათქვამი რომ დაუშვებელია იურიდიული პირის მიმართ სალიკვიდაციო ან რეორგანიზაციასთან დაკავშირებული პროცედურების წარმოება მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის დაწყების მომენტიდან სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე.