როგორ ამოვიცნოთ სექსუალური შევიწროება?2212 2017.03.31
როგორ ამოვიცნოთ სექსუალური შევიწროება?

რას ნიშნავს სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე, როგორ ამოვიცნოთ და აღმოვფხვრათ იგი - სწორედ ამ საკითხებს ეხება ელექტრონული კურსი, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ საჯარო სამსახურის ბიუროსა და სახალხო დამცველის აპარტთან ერთად შექმნა. ელექტრონულ კურსში გაეცნობით პრაქტიკულ რჩევებს, თუ როგორ უნდა უნდა აირიდოთ თავიდან სექსუალური შევიწროება. პრაქტიკული მასალა საერთაშორისო სტანდარტებს ეფუძნება და ქართულ კონტექსტზეა მორგებული. ელექტრონულ კურსში შეძლებთ გაეცნოთ სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ქალების გამოცდილებასაც. როგორც გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი ამბობს, კურსის მიზანი სექსუალური შევიწროების ფენომენის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. "სექსუალური შევიწროების ნეგატიური შედეგები აისახება არა მხოლოდ სამუშაო გარემოზე, არამედ მსხვერპლის ჯანმრთელობასა და მის მენტალურ მდგომარეობაზე“ - აცხადებს ერიკა კვაპილოვა. ევროკავშირის ქვეყნების სტატისტიკის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრებ ქალთა 50- 52 % სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების სხვადასხვა ფორმის მსხვერპლი ერთხელ მაინც გამხდარა. ამ მონაცემების გავრცელება საქართველოზეც შეიძლება, სადაც სექსუალური შევიწროებისგან ყველაზე დაუცველები ქორწინებაში არმყოფი და ახალგაზრდა ქალები არიან. სახალხო დამცველის ოფისის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით თღბილისის საქალაქო სასამართლოეში სექსუალური შევიწროების ორი საქმე განიხილება. ცნობისთვის, სექსუალური შევიწროება შეიძლება ბევრი სხვადასხვა ფორმით გამოვლინდეს - მათ შორის, ფიზიკური შევიწროება შეიძლება გულისხმობდეს არასასურველ შეხებას, პირადი სივრცის დარღვევას; სიტყვიერი შევიწროება გულისხმობს შეუფერებელ და სქესობრივი ხასიათის შეურაცხმყოფელ შენიშვნებს, ხუმრობასა და შეკითხვებს გარეგნობასთან, ცხოვრების სტილსა და სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით. ეს შეიძლება იყოს, ასევე, მუქარები, შეურაცხმყოფელი სატელეფონო ზარები და, ბოლოს, არავერბალური შევიწროება. ამგვარი შევიწროების შედარებით ბოლოდროინდელი ფორმაა სექსუალური ხასიათის წინადადებების შემცველი, არასასურველი და შეურაცხმყოფელი ელექტრონული წერილები, მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომელსაც ზოგჯერ უწოდებენ კიბერშევიწროებას. მიუხედავად იმისა, რომ სექსუალური შევიწროების ობიექტი უმრავლეს შემთხვევაში ქალია, ხშირდება ისეთი შემთხვევებიც, როდესაც კაცი ხდება მსგავსი ხასიათის არასასურველი დამოკიდებულების ობიექტი. რისკჯგუფებს წარმოადგენენ ახალგაზრდა კაცები, ჰომოსექსუალები, ეთნიკური უმცირესობების წევრები, ის კაცები, რომლებიც მუშაობენ უმთავრესად ქალებით დაკომპლექტებულ სამსახურებში.წყარო :რადიო თავისუფლება