14 ივნისი სამართლის ისტორიაში875 2012.10.19
14 ივნისი სამართლის ისტორიაში
დღეს მინდა კიდევ ერთხელ გესაუბროთ მსოფლიოს ისეთ ცხელ, საომარ წერტილზე როგორიცაა ღაზას სექტორი. ორი წლის წინ, სწორედ 2010 წლის 14 ივნისს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა დაადგინა, რომ ღაზას სექტორის ოკუპაცია ისრაელის მიერ (ღაზას სექტორი პალესტინის ერთ–ერთი შემადგენელი რეგიონია. მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის პირას, ახლო აღმოსავლეთში. სახელი დაერქვა მისივემთავარი ქალაქის მიხედვით რომელსაც ასევე ღაზა ეწოდება) იყო საერთაშორისო სამართლის ნორმების, უფრო კონკრეტულად კი ჰუმანიტარული სამართლის, ჟენევის კონვენციის 33–ე მუხლის დარღვევა. ეს მნიშვნელოვანი დასკვნა იყო, თანაც იმის გათვალისწინებით რომ წითელი ჯვარი საკმაოდ დიდი ძალაუფლებით სარგებლობს მსოფლიოში.